• რეკლამა
  • კონტაქტი
06:22, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერის აღსარება

ალია ავტორი - ალია
15:08 09-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

პრემიერი გიორგი გახარია მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას აგრძელებს. “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდი კი პრემიერის იმ განცხადებებს ეხმიანება, სადაც ხმამაღლა საუბრობს, რომ მმართველმა გუნდმა რვა წელში ვერ მოასწრო სისტემური ინფრასტრუქტურის გამართვა.

„პრემიერმა გახარიამ აღიარა, რომ 8 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას გზები დაეგო, გაზიფიცირების და წყალმომარაგების პრობლემები მოეგვარებინა (ბევრ რეგიონში წყალს ჯერ კიდევ ვყიდულობთ), ინტერნეტი ყველა სოფელში ვერ გაიყვანა (კიდევ ერთი საარჩევნო დაპირება), ხიდები ვერ ააშენა და ა.შ. მივმართავ გახარიას, ბატონო პრემიერო, შეგახსენებთ, რომ გარდა თქვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კიდევ ბევრი რამ ვერ “მოასწრო” “ქართული ოცნების” მთავრობამ რვა წლის განმავლობაში. მაგალითად, ვერ შეამცირა კრიმინალი, ვერ დაძლია სიღარიბე, ვერ შექმნა სამუშაო ადგილები, ვერ ჩაატარა რეფორმა განათლების სისტემაში, ვერ განავითარა ეკონომიკა, ვერ დაიჭირა ლარი, ვერ შეამცირა ემიგრანტების რიცხვი და კიდევ ბევრი ვერ, ვერ და ისევ ვერ“ – განაცხადა სოფიო შამანიდმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას ეხმაურება. შამანიდის თქმით, დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გახარიამ კიდევ ერთი სიმართლე თქვა:

4 წლის განმავლობაში 20 მილიარდს დავხარჯავთო, მაგრამ მაინც ვერაფერს გავაკეთებთო. ესეც მართალია, ბატონო პრემიერო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყაროთ, გამოსავალი ყოველთვის არის. მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 56, ბატონო პრემიერო და რაც ხალხს დაპირდით და ვერ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთებთ“ – აცხადებს შამანიდი.

თეგები: ლელო საქართველოსთვისსოფო შამანიდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved