• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კახეთში, გურიაში და აჭარაში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს – ლერი ბარნაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:59 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გასულ თვეს სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.

 ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება პირადად გააცნო. საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის  განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს  ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც  26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოხმარდება.

„მოგეხსენებათ გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ ნახევარი ლარი უკვე გამოყო დღეს კი დამატებით თანხის მობილიზება მოხდა“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარის და გურიის რეგიონში მომხდარ  სტიქიასაც გამოეხმაურა, ლერი ბარნაბიშვილის თქმით მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა  საქართველოს  პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პრემიერის გადაწყვეტილებით  კი დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს  მთავრობა დაეხმარება, მოხდება ყველა იმ დაზიანებული სახლის აღგენა, რომელსაც სტიქიამ მიაყენა ზიანი.

„მინდა გამოვეხმაურო გურიაში და აჭარაში განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია  ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს  და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინასდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინდა ვუთხრა მოსახლეობას რომ არცერთი მოქალაქე არ დარჩება ყურადღების მიღმა მათ ექნებათ  მაქსიმალური გვერდში დგომა მთავრობის მხრიდან,“- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილერი ბარნაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved