• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პოსტი ცოტა ვრცელი გამომივა, თუმცა ფრიად საინტერესო საკითხს ეხება“ – რას წერს მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:28 10-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
401
ადვოკატი და ორგანიზაცია ,,ვემსახურები საქართველოს” თავმჯდომარე, მარი საბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პოსტი ცოტა ვრცელი გამომივა, თუმცა ფრიად საინტერესო საკითხს ეხება.
ესეიგი, დიდი ხანია ვსაუბრობ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში არსებულ პრობლემებზე და სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობაზე, რაც მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს ეხება, ასევე, არსებული საკანონმდებლო აქტების არაეფექტურობაზე ამ ნაწილში (ვინც თვალს მადევნებთ კი იცით).
ამის გამოსასწორებლად, რას არ ვცდილობდი და ვცდილობ. ადვოკატთა ასოციაციაშიც კი წარვადგინეთ რეკომენდაციები (შექმნილი გვქონდა სპეციალური სამუშაო ჯგუფი), სააგენტოში გასაგზავნად და მსურდა საერთო შეხვედრები შემდგარიყო, მინიმუმ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში ცვლილებების შესატანად მაინც (რასაც იყენებს სააღსრულებო წარმოებისას სააგენტო). სამწუხაროდ, არ მომეცა ამის შესაძლებლობა (გარკვეული მიზეზების გამო, რასაც აქ არ დავასახელებ :))
მიუხედავად ამისა, ერთი წუთით არ გავჩერებულვარ და აღნიშნულზე, პერიოდულად ყოველთვის მივმართავ ხოლმე სხვადასხვა უწყებებს. ერთ-ერთი უწყება სახალხო დამცველის აპარატია, რომელსაც არაერთ საქმეზე მივმართე.
სახალხო დამცველის აპარატიდან, სხვადასხვა ქეისებზე უამრავი დარღვევა გამოვლინდა, თუმცა საბოლოოდ, მივიღე საიმედო შეტყობინება და გამცნობთ.
ცხადია, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, თუ ბევრი უწყება და არამხოლოდ უწყება, მათ შორის, ჩვენ, ადვოკატები, მშობლები ვისაუბრებთ ამ პრობლემაზე, ცვლილებები აუცილებლად მოყვება.
სახალხო დამცველის აპარატიდან შემატყობინეს შემდეგი:
(მცირე ამონარიდი)
“საქმისწარმოების ფარგლებში, გამოვლინდა არაერთი გამოწვევა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის კუთხით. კერძოდ, ბავშვის მშობელთან ურთიერთობის უფლების რეალიზება და სახელმწიფო უწყებების დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირება, ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
სახალხო დამცველის აპარატმა, შეიმუშავა სპეციალური ანგარიში “ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელება, სადაც აისახა თქვენი საქმეები და აღნიშნულის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა ყველა შესაბამისი უწყებისადმი, კერძოდ, გამოვლენილი სისტემური პრობლემის საფუძველზე, გაიცა რეკომენდაციები როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსადმი.
სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს მიმართა რეკომენდაციით, საერთო სასამართლოებთან, საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის საფუძველზე განიხილოს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის დადგენილი ზომების გამკაცრების თაობაზე საკანონდმებლო ცვლილებების განხორციელების საკითხი ✊✊
სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით, აღსრულების პროცესის არაეფექტიანი წარმოების, უწყებათაშორისი კოორდინაციის, დროული რეაგირებისა და ბავშვზე მორგებული მიდგომის გამოყენების კუთხით არსებული სისტემური გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, ზრუნვის სააგენტოს მიმართა რეკომენდაციით:
1. გაიზარდოს მომუშავე სოციალური მუშაკების, იურისტების და ფსიქოლოგების რაოდენიბა.
2. ყოველწლიურად გაიწეროს და მოხდეს ბავშვის მშობელთან ურთიერთობის საკითხებზე მომუშავე სოც. მუშაკების, იურისტების და ფსიქოლოგების რაოდენობის მინიმუმ ნახევრის გადამზადება თემატურ საკითხებზე.
3. ბავშვის მშობელთან ურთიერთობის საკითხებზე, შემუშავდეს სტანდარტიზებული, მტკიცებულებებზე, საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ბავშვისა და ოჯახის შეფასების მეთოდოლოგია და სახელმძღვანელო პრინციპები.
4. ბავშვის მშობელთან ურთიერთობის ყველა საქმეზე, სადაც მხარე მიუთითებს ბავშვის მიმართ მეორე მშობლის მხრიდან რაიმე ზეგავლენის ფაქტზე, გადაუდებლად ჩარრთონ ფსიქოლოგი და გამოიკვლიონ ეს საკითხი.
5. აღსრულების პროცესის გაჭიანურების თავიდან ასარიდებლად, დროულად გამოიკვლიონ თითოეული გარემოება და მოახდინონ დროული რეაგირება მათ შორის, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის კუთხით. “
ფაქტობრივად, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვიძახდი, რომ შესაცვლელია, სწორედ ამაზე მიმართა პარლამენტს სახალხო დამცველმა ✊☺️
აქვე მინდა განვმარტო, რომ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ამ კუთხით უპირობოდ საჭიროა, თუმცა უფრო სწრაფად რომ მოწესრიგდეს ზემოაღნიშნული საკითხები, საჭიროა ჯანდაცვის მინისტრის 01-16/ნ ბრძანებისა და ინსტრუქციის_დანართი N1-ში ცვლილებების შეტანა (მხოლოდ კოდექსში ცვლილება ვერ უშველის). ამასთან, თუ რა უნდა შეიცვალოს ბრძანებაში და ინსტრუქციაში, ამაზე დიდი ხნის წინ ვიმსჯელეთ ბავშვზე ზრუნვის სამუშაო ჯგუფმა და გავწერეთ კიდეც რეკომენდაციები (თუ საჭირო გახდა წარმოგიდგენთ, ცხადია, საჭიროებს საერთო განხილვებს)??
უღრმესი მადლობა სახალხო დამცველის აპარატს იმისათვის, რომ გაზიარებული აქვს ჩემი მოსაზრებები და სწორად აქვს დასმული აქცენტები. უკეთესი იქნება, თუ მსგავსი რეკომენდაციებით, პარლამენტს სხვა უწყებებიც მიმართავენ. ასევე, არ უნდა გავჩერდეთ ჩვენ_პრაქტიკოსი ადვოკატები და შედეგები, აუცილებლად დაიდება ?
კარგი იქნება, თუ საკითხების განხილვაში ჩაგვრთავთ..
მოკლედ რომ შევაჯამოთ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სჭირდება გაძლიერება და საკანონმდებლო ცვლილებები, თუ გვსურს, შევინარჩუნოდ ჯანსაღი მომავალი..
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
Atipfund georgia
სახალხო დამცველი“
თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved