პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა 15 დღით იზოლაციაში იქნება.
როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, ის ქალაქ ფელგეირაში ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსის გამო დაიხურა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პორტუგალიურ მედიას ეს ინფორმაცია დაუდასტურეს.
ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია, პრეზიდენტი ამ ნაბიჯით მაგალითს იძლევა.
კომენტარები