საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
„სინოფარმის“ ვაქცინით ამ დროისთვის უმრავლესობიდან აიცრნენ: შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი. ოპოზიციიდან კი, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი.
“პრობლემა ის არის, რომ როგორც ყველაფერში, ქართული ოცნება ასე უთავბოლოდ აკეთებს, პორცია-პორცია იზოგავს და არ ვიცით, დანარჩენი მარაგები როდის ჩამოვა. თვითონ ვაქცინაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული, ქვეყანა გაიხსნება თუ არა, კომენდანტის საათი თუ დასრულდება და სამსახურები ხალხს დაუბრუნდება თუ არა”, – განაცხადა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.








კომენტარები