• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, სასამართლოს ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება ერთადერთ რამეს ნიშნავს – ეს არ არის სასამართლო, ესაა „ქაჯეთის ციხე“ – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:22 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

რას ემსახურება სასამართლოს ეზოსთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობა, ეზოში არშეშვება, წყლის ჭავლის მანქანისა და სპეცრაზმის მობილიზება, ვერ გეტყვით. ალბათ, ერთადერთ რამეს, რომ თვითონ ზუსტად იციან, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ინტერპრესნიუსს” თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დღეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი უნდა გაიმართოს.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს საშუალება მიეცეს მიმართოს ქართველ ხალხს, ამიტომ სასამართლოსთან შეიკრიბებიან სააკაშვილის გულშემატკივრები, რისი მთავარი გზავნილიც არის – თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

„ბლოკირებული აქვთ საქალაქო სასამართლოს არამხოლოდ დარბაზი, არამედ ტერიტორია და საშუალება არ აქვთ, მათ შორის, მოქალაქეებს სასამართლოს ეზოში გადაადგილდნენ, რაც სრული სიგიჟეა და მეტყველებს ხელისუფლების პანიკურ შიშზე, ოღონდ, რისი ეშინიათ, არ ვიცი. ამდენი პოლიციაა მობილიზებული, ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის „ქაჯეთის ციხე“, სადაც ბუდობს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მარიონეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოსამართლეები და ისინი იღებენ პოლიტიკურ დაკვეთასა და გადაწყვეტილებას. დღევანდელი გარე პერიმეტრი მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის „ქაჯეთის ციხე“ და ჩრდილოეთ კორეაშიც კი, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მსგავსი სიტუაცია იყოს სასამართლოს ეზოსთან მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს არაძალადობრივი აქცია და ჩვენი აქციებიც ზოგადად, ასეთია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved