• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პოლიციის მაღალჩინოსანი ყვარელში დამემუქრა, გუშინ კი სამსახურში შეიარაღებული პირი შემომივარდა“ – სამოქალაქო აქტივისტი

ალია ავტორი - ალია
13:53 05-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც ყვარელში სანქცირებული ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში შემოშვებას აპროტესტებდა, სამსახურში იარაღიანმა მამაკაცმა მიაკითხა და დაემუქრა.

ბექა კვაჭანტირაძის თქმით, მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ სილამაზის სალონში ნარკოტიკებს მალავდა. სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ამ მუქარის უკან ხელისუფლება დგას, რომელიც ახლა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს კარდაკარ დასდევს და აშინებს.

აქტივისტის თქმით, ყვარელში გამართული აქციისას მას პოლიციის მაღალჩინოსანი, თეიმურაზ კალანდაძე პირდაპირ დაემუქრა და ამ მუქარიდან რამდენიმე საათში მის კუთვნილ სილამაზის სალონში შეიარაღებული კაცი შევარდა.

ამასთან, ბექა კვაჭანტირაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მისი ჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს.

“შეიარაღებული პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, რადგან მინდოდა, რომ მალე წასულიყო, ვუთხარი, რომ სპეციალისტი არ იყო და ვერ მოვემსახურებოდით. ამის შემდეგ მეუბნება, რომ სალონში ნარკოტიკს ვინახავ და შენობა უნდა გაჩხრიკოს.

აღმოჩნდა, რომ პოლიციამ ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ეს პირი. მეუბნებიან ასეთ ფრაზას – ვიცით ვინც არის, გიჟია და აქვს ტარების უფლება. ამ დროს მეცხრე განყოფილების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამატებს – შენ ყვარელში ხომ იყავი? დიახ, ჩვენ ყვარელში ვიყავით, სადაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა გვქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რუსები გავყარეთ. მაშინ, თეიმურაზ კალანდაძემ მითხრა, რომ ვიყავი უზრდელი და ვნახავდი ამ უზრდელობის შედეგს.  ამ ყველაფერს მე დაშინების მცდელობად აღვიქვამ”- აცხადებს კვაჭანტირაძე. მეცხრე განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ – გუშინ მომხდარ ფაქტზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო რაც, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს. სავარაუდო თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved