ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„უპასუხისმგებლო პოლიციამ ჩვენი ტელევიზიის ოპერატორზე იძალადა. მაშინ, როდესაც ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორი ნიკა კოკაია თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ოპერატორზე, მის წინააღმდეგ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი და ა.შ. შსს-ს ის წარმომადგენელი, რომელმაც ძალაუფლებას გადაამეტა, პასუხისმგებელია პოლიციელის მიერ დაშავებული ოპერატორის და ტელეკომპანიის წინაშე“ – წერს არჩილ გამზარდია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ აქციაზე გონება დაკარგა. ნიკო კოკაია ცუდად თვალებში წიწაკის სპრეის შესხმის შემდეგ გახდა. ახლა ის თავს უკეთ გრძნობს და კონტაქტურია. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.
კომენტარები