• რეკლამა
  • კონტაქტი
19:14, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ სამტრედიაში 32-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა, შეხვედრაზე „ლელოს“ 1000-ზე მეტი მხარდამჭერი და გულშემატკივარი შეიკრიბა.

ალია ავტორი - ალია
17:09 07-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ლელოს” ლიდერებს სამტრედიაში ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა. მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს სამტრედიამ არსებული დაბრკოლებები. „ლელოს“ სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციას მიტროფანე სტურუა უხელმძღვანელებს.


„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სამტრედიის მოსახლეობას მიმართა, მან რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რკინიგზა ზარალიანი გახადა, მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი მდებარეობა გვაქვს ევროპასა და აზიაში. „ლელო“ კი რეგიონს ფუნქციას დაუბრუნებს.
„სამტრედიამ შექმნა რკინიგზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამანაწილებელი კვანძი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ეკონომიკას რეგიონში. დღეს ამ  რკინიგზამ, რომელიც სახელმწიფოს ხელშია, თითოეულ ჩვენგანს   მლრდ. ლარამდე ზარალი მიაყენა. „ქართულმა ოცნებამ“ რკინიგზა ზარალიანი გახადა, მაშინ, როდესაც ყველაზე კარგი მდებარეობა გვაქვს ევროპასა და აზიაში. მან ჩაკლა ისეთი დიდი პროექტი, როგორიც ანაკლიაა. მე პირობას გაძლევთ, როდესაც ოცნებას გავისტუმრებთ, ეს პროექტი ამუშავდება, ხალხს დაასაქმებს და ის ქვეყანას ფუნქციას დაუბრუნებს,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს“ ლიდერმა სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის არაეფექტიან მუშაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სუს-ის წარმომადგენლები მიტინგებზე მოსახლეობას ავიწროებენ და საკუთარი არჩევანის საჯაროდ დაფიქსირების უფლებას ართმევენ.
„ჩვენ მოსახლეობას უნდა დავიბრუნოთ იმედი და გადავდგათ ნაბიჯი თავისუფლებისკენ. არ დარჩენილა არცერთი მიტინგი, სადაც ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი სუს-ის თანამშრომლები არ არიან, თავიანთი არჩევანის გამო აშინებენ ხალხს სოციალური დახმარების მოხსნით, აშინებენ ხალხს, რომ გაათავისუფლებენ სამსახურებიდან, თუკი ისინი ან მათი ახლობლები დასაქმებული არიან სახელმწიფო უწყებებში. თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ვიცით, რომ მას სისრულეში მივიყვანთ. „ლელოს“ გეგმაა, ღარიბი ეკონომიკა, რომელიც დღეს გვაქვს, უახლოეს ოთხ წელში ავამუშაოთ და გავხადოთ 100 მილიარდიანი. ჩვენ შევქმნით 200 000 სამუშაო ადგილს და ეს მხოლოდ საარჩევნო დაპირება არ არის, რადგან ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ვიცით კონკრეტული საქმის კეთება. ნულიდან გვაქვს დაწყებული საქმეები ახალ თაობასთან ერთად და დღეს ნულიდან იწყება ქართული პოლიტიკაც.  ჩვენ გვჭირდება ხალხის მმართველობა, რეალური თვითმმართველობა  და არა ისეთი უკვე არჩეული მერები, გაუგებარი მიზეზების გამო რომ ტოვებენ თანამდებობას.“-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, „ლელოს“ მთავარი ამოცანაა, განათლება მიიღოს ყველა ბავშვმა თანაბრად, ყველა რეგიონს და სოფელს ჰქონდეს ინტერნეტი, რათა შეძლონ, ადაპტირდნენ გარემოსთან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო გახდეს ფინანსური სამშვიდობო და სატრანსპორტო ამოცანა. ჩვენი პირველი გამარჯვება კი ის იქნება, როდესაც დავინახავთ, რომ გამართულ ქვეყანაში ემიგრანტები ბრუნდებიან. ჩვენ დავიწყებთ ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხზე,“-მამუკა ხაზარაძემ.
სამტრედიის ოფისის გახსნის ღონისძიებაზე ოფისის ხელმძღვანელმა ადგილობრივებს მიმართა და რაიონის განვითარებაში „ლელოს“ როლზე ესაუბრა.

„ხელისუფლების ცვლილების დროა, რადგან ივანიშვილის მთავრობამ გადააგვარა ქვეყნის ეკონომიკა. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ჩვენმა კუთხემ და სწორედ მან უნდა იკისროს ავანგარდის როლი სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისა და ადამიანის თავისუფლებისათვის. სამტრედია ასოცირდება პროგრესთან და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ,“- განაცხადა მიტროფანე სტურუამ.

„ჩვენ არ გავუშვით ხელიდან შანსი, როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ახლა კი გვაქვს შანსი, შევძლოთ და ქვეყანა რეალურად მოვაბრუნოთ დამოუკიდებლობისკენ“ – ამ სიტყვებით სამტრედიელებს „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა.

„ამ ხელისუფლებამ ჩვენ დაგვაკარგვინა იმედი და საკუთარი თავის რწმენა. ეს ხელისუფლება გვინერგავს აზრს, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, არადა, ჩვენ  ვართ ერი, რომელიც მხოლოდ გამარჯვებასა და წინსვლას იმსახურებს. ჩვენ ვგრძნობთ პოლიტიკაში ყოფნის პასუხისმგებლობას და დამკვიდრებული აზრი, რომ პოლიტიკა ბინძურია, უნდა შევცვალოთ, რადგან პოლიტიკა კი არ არის ბინძური, არამედ ასეთი ხალხი მართავს დღეს პოლიტიკას. 2020-ში კი ხალხი სუფთა ხელებით უნდა მოვიდეს მმართველობაში. მხოლოდ ასეთი პოლიტიკა გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას გაჭირვებიდან, თითოეული თქვენგანის წვლილი კი ამ ბრძოლაში შეუცვლელია,“- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის თქმით, ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ისინი სახლში სხედან ან მუშაობენ კაპიკებზე. გაუნათლებელი ადამიანები კი დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში არიან, რომლებსაც არც ცოდნა აქვთ და არც სურვილი, შეცვალონ ქვეყანა. 8 წელია ვუყურებთ, რომ ისინი ჩვენი ხალხისთვის კი არ იბრძვიან, არამედ მხოლოდ თავიანთი თავისთვის. ამიტომ დამთავრდა ეს დრო და ჩვენ ხელში უნდა ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მმართველობა.“

„ლელოს“ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ლელო“ არის ახალი ძალა, რომელიც ახალ სიცოცხლეს მოუტანს ქართულ ეკონომიკას, ქართულ კულტურას, განათლებასა და სოფლის მეურნეობას.

„ისე უნდა ვიცხოვროთ დღეს, რომ მომავალ თაობას კითხვები არ გაუჩნდეთ, თუ რას ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც გადამწყვეტი არჩევანი დგებოდა. რა პერსპექტივას სთავაზობს ჩვენი ხელისუფლება ჩვენს ახალგაზრდებს, გარდა იმისა, რომ მან ჩვენი მომავალი თაობა უმუშევრობისათვის, ქუჩისთვის და აზარტული თამაშებისთვის გაწირა. ჩვენ კი ეს უნდა შევცვალოთ ოქტომბერში,“- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.


„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ სამტრედიაში ცვლილების და პროგრესის განწყობაა და სწორედ ეს გაიმარჯვებს ოქტომბერში.
„ ეს ხელისუფლება არ გვაძლევს იმედს. პირიქით, გვეუბნება, რომ არ შეგვიძლია წინსვლა, განვითარება; არ შეგვიძლია, ქვეყანაში დავამარცხოთ უმუშევრობა და შიმშილი. მაგრამ ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ არა და ეს მონათმფლობელობა დავასრულოთ,“- გრიგოლ გეგელია.


„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა შავგულიძემ სამტრედიელ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მან ადგილობრივებში სიახლის მზაობა აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის დრო მოდის, ქართველი ხალხი აიღებს ხელში მმართველობას და „ლელო“იქნება მისი შუამავალი.”

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved