• რეკლამა
  • კონტაქტი
07:46, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიტიკური პროცესი უნდა ამოყირავდეს და ქვემოდან ზემოთ წავიდეს – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:56 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
839

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:

 

“ქართული პოლიტიკური, მმართველობის, მართლმსაჯულების, კულტურული, საგანმანათლებლო, სამოქალაქო და ა. შ. სისტემები საბჭოთა ინერციით ზემოდან ქვემოთაა მოწყობილი.
ზემოდან ქვემოთაა მოწყობილი პარტიებიც.
პარტიული ელიტები სხედან ტელევიზორში და განიხილავენ საკითხებს, რაც ეხება პარტიულ ელიტებს, ან რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს პარტიულ ელიტებს.
ამომრჩეველთან მუშაობაც არის ზემოდან ქვემოთ – ელიტა ნიშნავს თბილისში აქციას და მოერეკება აქტივს.
რიგითი ამომრჩევლისთვის და აქტივისტისთვის, თბილისში აქციაზე, ან ყრილობაზე ჩამოსვლაა პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობის ერთადერთი ფორმა – ისიც იმიტომ, რომ პარტიული ელიტა კმაყოფილი იყოს, რომ ბევრი ხალხი გამოიყვანა, მრავალათასიანი ყრილობა ჩაატარა.
ასეთ პირობებში ყალიბდება სრული უნდობლობა ელიტასა და ამომრჩეველს შორის – ელიტა ამომრჩეველს ცხვრის ფარად თვლის და იყენებს, ამომრჩეველი ამას გრძნობს და ელიტას არ ენდობა.
რაც სამეგრელოს კამპანია ჩავატარეთ, მას მერე, მე და გიგა დინამიკის ამოყირავებას ვცდილობთ და ქვემოდან ზემოთ პროცესის გამართვას.
ამას უკავშირდება პარტიის უკან გაწევა და შინაარსის წინ გამოწევა, რომელსაც პარტია, აქტივისტური ორგანიზაციები, ანალიტიკური ორგანიზაციები და მედია ახორციელებს და ავრცელებს.
ჩვენ არ ვცდილობთ პარტიული ნომრის ირგვლივ ადამიანების კონსოლიდაციას. ჩვენი ამოცანაა შინაარსის ირგვლივ ადამიანების კონსოლიდაცია, როცა საჭესთან შინაარსია და ის შინაარსი პარტიულ ნომრამდე მიდის, ადამიანები თვითონ მიხვდებიან რა ნომერთან დგანან – ჩვენი მითითების გარეშე. მითითების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ყველაზე ჯანსაღი და მყარია!
ცალკე აღებული პარტია ვერ ქმნის პოლიტიკას – ჯანსაღი პოლიტიკის შესაქმნელად საჭიროა მუშაობდეს ჯაჭვი, რომელიც შინაარსის გარშემო იკვრება და პარტიაც, ანალიტიკური ცენტრიც, მედიაც და აქტივისტური ორგანიაციებიც ამ შინაარსის განხორციელების ინსტრუმენტებია მხოლოდ და მხოლოდ.
ამას გარდა, ზემოდან ქვემოთ დინამიკის პირობებში ვერ ხდება ადამიანური რესურსის კაპიტალიზაცია – როდესაც რიგით ადამიანებს პროცესში როლი არ აქვთ, ვერ ვიგებთ მათ რა შეუძლიათ, შესაბამისად, ვერც მათ შესაძლებლობებს ვიყენებთ.
იგივე უნდა მოხდეს მთელ ქვეყანაში.
პოლიტიკური პროცესი უნდა ამოყირავდეს და ქვემოდან ზემოთ წავიდეს.
ამისთვის საჭიროა სისტემების სრული დეცენტრალიზაცია და მოქალაქეების როლის გაზრდა.
ამაზე მუშაობს ახალი რესპუბლიკა.”
თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved