• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Politico: ტრამპმა მასკს შეზღუდვები დაუწესა; მას სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება

ალია ავტორი - ალია
14:45 03-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ილონ მასკს შეზღუდვები დაუწესა. მასკს სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტრამპმა ხუთშაბათს პირადად მოიწვია თავისი კაბინეტი და განუცხადა, რომ ისინი თავად არიან პასუხისმგებლები თავიანთ დეპარტამენტებზე და არა ილონ მასკი. მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპმა ადმინისტრაციას განუცხადა რომ ილონ მასკს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები დეპარტამენტებისთვის, თუმცა არ აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები პერსონალისა და პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ  მასკის  მხრიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების სერიას მოჰყვა, რამაც დიდი გაურკვევლობა შექმნა ფედერალურ მთავრობასა და მის სამუშაო ძალაში. ასევე, DOGE-ის ქმედებებს სასამართლოში სასტიკი წინააღმდეგობა და დემოკრატიული კანონმდებლებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა მოჰყვა.

“პრეზიდენტის გზავნილი წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს მასკის მანდატის შესამცირებლად. ტრამპის ახალი მითითებების თანახმად, DOGE-მა და მისმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ საკონსულტაციო როლი – მაგრამ კაბინეტის მდივნებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები პერსონალის, პოლიტიკისა და განხორციელების ტემპის შესახებ,” – წერს Politico. 

აღნიშნულ შეხვედრას მასკიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ტრამპის დირექტივას ეთანხმებოდა. დამსწრე პირის თქმით, მასკმა აღიარა, რომ DOGE-მა გარკვეული შეცდომები დაუშვა.

ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას მთავრობაში კარგი ადამიანების შენარჩუნება სურს და არა ქმედუნარიანი ფედერალური მუშაკების მასობრივი განდევნა. ტრამპმა პირობა დადო, რომ მსგავსი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

ამ დროისთვის უცნობია, ტრამპის მითითებების შემდეგ, დააბრუნებენ თუ არა გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურებში. (მთავარი არხი)

თეგები: დონალდ ტრამპიილონ მასკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved