• რეკლამა
  • კონტაქტი
13:54, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირველთაგანი ვიყავი, ვისზეც ეს ხერხი საქართველოში სცადეს” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
23:55 04-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
989

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“სუიციდის მცდელობის შემდეგ, ერთ-ერთ კლინიკაში ვიწექი. ორი კვირა. რომ გამომწერეს, ნამდვილი ჯოჯოხეთი მერე დაიწყო. ექვსი დღე საერთოდ არ მეძინა – ექვსი უძილო დღე-ღამე თანდართული ობსესიებით თუ ვინმეს გამოუცდია და დღეს მხნედ არის, გამოჩნდეს, რამე მედალს გამოვიგონებ და დავკიდებ. ვიძახებდი მცხეთის სასწრაფო დახმარებას, მოდიოდა სულ ერთი და იგივე კაცი, სრულიად შესანიშნავი ექთანი, რომელსაც მალე მოვძებნი და მადლობას ვეტყვი. მიკეთებდა ბენზოდიაზეპინს პატიოსნად. მე კიდევ, იმდენი აბი მქონდა წინა თვეებში ნაყლაპი, რომ ეს დოზა თვალის მოსატყუებლადაც არ მყოფნიდა. მეტის უფლება ამ კაცს არ ჰქონდა და რისიც ჰქონდა, უშურველად აკეთებდა – სიტყვებით ცდილობდა დავემშვიდებინე. მეშვიდე დღეს, ალბათ ვეღარ გავუძლებდი – ჰოდა, მეგობრებმა, სხვა კლინიკაში მიმიყვანეს. იქ გადაწყვიტეს, რომ კეტამინოთერაპიას ჩამიტარებდნენ. თერაპია ტარდება მკაცრი პროტოკოლით: დადგენილი დოზით, წვეთებს შორის ინტერვალით და განსაზღვრული წუთებით. მგონი პირველთაგანი ვიყავი, ვისზეც ეს ხერხი საქართველოში სცადეს. ამერიკაში ძალიან პოპულარულია – იქ ნაზალური ფორმითაც (ცხვირში შეშხაპუნება) დამკვიდრდა. საქართველოში კლასიკური სქემაა ჯერ მხოლოდ და უკვე კარგი შედეგებიც აქვთ – რამდენიმე ნაცნობ-უცნობი გავუშვი და უმძიმესი დეპრესიიდან გამოიყვანეს. ძალიან კვალიფიციური ექიმები უძღვებიან ამ საქმეს და ოკეანისმიღმელ კოლეგებს არ ჩამოუვარდებიან. ოღონდ ეგ არის, ზოგს არ შველის და ის ზოგი ჩემნაირი შემთხვევა უფროა – ანტიდეპრესანტების კურსი არ მიჰყავთ ბოლომდე. როგორც წესი, ამ მეთოდით რეზისტენტულ პაციენტებს მკურნალობენ, როცა ყველა ჯგუფის წამალი ნაცადია – ან უშედეგოდ ან მცირე შედეგით. კეთდება კვირაში ერთხელ და ხუთი პროცედურის შემდეგ საშველი უკვე არის. მე არ მქონდა, რადგან მე სხვანაირი, ურთულესი პაციენტი ვარ – წესით რომ უნდა მემკურნალა, იმ წესს არასდროს ვასრულებდი, ვერ ვუძლებდი ტანჯვას – გაუსაძლისი კი იყო ნამდვილად – ვწყვეტდი დანიშნულებას, ვურევდი ბენზოებს, უარს ვამბობდი ნებისმიერი სახის ფსიქოთერაპიაზე – მოტივით – ,,მაგათმა მე რა უნდა მელაპარაკონ ისეთი, რაც არ ვიცი.” და ა.შ. ჰოდა, მეორე, მესამე, მეოთხე გადასხმა განსაკუთრებული არ არის – ოდნავი სიმსუბუქის შერგძნება და მორჩა. მაგრამ პირველი არის უკიდურესად დასამახსოვრებელი, რადგან ორგანიზმი თვეობით ნატანჯია, სიმშვიდედამშეული და მოულოდნელ შვებას გრძნობ. ,,შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში” თუ წაგიკითხავთ, ან ფილმი გინახავთ, რაც ჯონი დეპის პერსონაჟს მოსდის, ეგ დამემართა. ფანჯარას ვუყურებდი და ორ წუთში ეს ფანჯარა თითქოს ჩამოიღვარა და მის ადგილას უზარმაზარი ნახატი გაჩნდა. ფიროსმანის. ,,ქალი კათხა ლუდით”. მერე ამ ნახატში რაღაც კიბე გაიჭრა და ამ კიბეს დავადექი, რაც უფრო ღრმად შევდიოდი, მით უფრო ირეოდა ფერები და ბოლოს საღებავების ჭრელ ჭაობში აღმოვჩნდი. თითქოს დუღდა ეს ჭაობი და ფეხები მეწებებოდა.
გაქცევა მინდოდა, მაგრამ ნაბიჯები ისეთი ძნელი და გრაციოზული გამომდიოდა, როგორც კოსმონავტს მთვარეზე. მეგონა მთელი დღე გავიდა წამებაში, ბოლოს დავნებდი, ამ ჭაობში ჩავიძირე, ყველა ფერი ერთ უცნაურ ფერად იქცა და ბახ! – ოზურგეთში, ჩემი ჭიშკრის წინ აღმოვჩნდი. მოპირდაპირე ჭიშკართან, ტრადიციულად გურიკა შარადენიძე იდგა, ოღონდ ეგ არის, გურიკა დიდი ხანია გარდაიცვალა. ვუყურებდი და მიკვირდა ეს ამბავი და მგონი გურიკასაც უკვირდა, რატომ არ დავაყენე სამოთხეში და გამოვიხმე ამ ჩემს ჰალუცინაციაში. ამ დროს ნელ-ნელა, ფიქრის პარალელურ ფიქრში მივხვდი, რომ ყველაფერი კეტამინოთერაპიის ეფექტია და თავი გავაქნიე – არ ვიცი, რამდენად რეალურად – მე ასე მეგონა. ვცდილობდი, თვალები დამეჭყიტა – საკუთარ უპეებს ვხედავდი, როგორც მზერის საზღვრებს. ვხედავდი რაღაც ბუნდოვან, წყალგარეულ სილუეტებს. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ორი ექიმი იჯდა და მელაპარაკებოდა. ოღონდ ეგ იყო – ამ ექიმებზე დიდად ის ბეიჯები მეჩვენებოდა, გულზე რომ ეკიდათ და იმ ბეიჯების სურათები მეგონა მელაპარაკებოდა სულაც. დავაპირე რაღაც ბრძნული მეთქვა და მომაკვდავი ლოკოკინას სიჩქარით განვაცხადე: ,,ალბათ ყველაზე საინტერესო პროფესიია ანესთეზიოლოგობა არა? თან როგორი ძველია – პირველი ანესთეზიოლოგი ხომ ღმერთი იყო, ადამი რომ დააძინა და ნეკნი ამოუღო”. ამის სათქმელად თერაპიის ბოლო ათი წუთი დამჭირდა (სულ 40 გრძელდება), ზუსტად ისე ვლაპარაკობდი, როგორც უკვე გამოყენებულ შედარებაში – კოსმონავტი დადის მთვარეზე. ის გოგო თუ ახლა ამ ნაწერს კითხულობს, ალბათ კიდევ ერთხელ გაეცინება. მაშინაც გაეცინა, წვეთოვანიდან სითხეც შეწყდა და უცებ დავბრუნდი. ოღონდ დავბრუნდი კვლავ შფოთვასა და დეპრესიაში. მაშინ ვიფიქრე, რომ მორჩა, ეს აღარასდროს დასრულდება. არც იმ ღამით მეძინა და მერე დილით, არ მახსოვს რითი, მაგრამ დამაძინეს. ასეთი იყო ჩემი წამების ერთი კვირათაგანი. სხვა დღეებზეც მოგიყვებით – ზოგზე აქ, ზოგზეც რომანში, რომელსაც ვწერ და ალბათ წელიწადში დასრულდება.”

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved