• რეკლამა
  • კონტაქტი
20:27, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი” – შალვა ოგბაიძე

ალია ავტორი - ალია
13:49 04-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
703

თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ, წულუკიანის კომისიის სხდომაზე განაცხადა: – ,,პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი”

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი უსაბუთებდა, რომ ყველანაირად კარგი იქნებოდა, თუ ავტოდრომს დათმობდნენ, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამ ადგილას რუსთავის ავტო ბაზრობის მშენებლობა იგეგმებოდა. ოგბაიძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტში ფიგურირებს გიორგი უდესიანი:

„ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ტელეფონი მომაწოდეს, შენთან უნდათ დალაპარაკებაო და მან მითხრა, რომ ამერიკაში იყო და რომ ჩამოვიდოდა, ამ ავტოდრომის თაობაზე უნდა შევხვედროდით. [მერაბიშვილი] რომ ჩამოვიდა, დამირეკა ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა და დაახლოებით 40 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველანაირად მისაბუთებდა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ დავთმობდით ამ ავტოდრომს. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მაშინდელ გუბერნატორ, ზურაბ მელიქიშვილთან შეხვედრა, რომელმაც წამიყვანა რუსთავის ფუნიკულიორს რასაც ეძახიან და მეუბნებოდა, იქნებ გადავცვალოთ ეს ადგილებიო. მე არ ვიცოდი რას აპირებდნენ, როგორც მოგვიანებით გავიგე, იქ კეთდებოდა ავტო-ბაზრობა, რომელსაც აქეთა მხარეს, თბილისიდან რომ მივდივართ, გზის მარცხენა მხარეს გიორგი უდესიანია და ხელმარჯვნივ, არ ფიგურირებს, მაგრამ, ძალიან ხშირად ნახულობდნენ ამ ავტოდრომის მშენებლობაზე, რომელიც შემდგომ გაიყიდა და ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე ხშირად მოდიოდა ბატონი ვანო მერაბიშვილი“

შეგახსენებთ, თეა წულუკიანის კომისიაში პაატა სალიას ადგილი, რომელიც მინისტრად დანიშნეს, ირაკლი ქადაგიშვილმა დაიკავა – “ბატონი ირაკლის ჩვენს კომისიაში შემოსვლა არის ძალიან დიდი, როგორ ვთქვა, შენაძენი, ღირებულება, თქვენი წარსულიდან გამომდინარე ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში… ღვაწლმოსილი ადამიანი ბრძანდებით”… ამ სიტყვებით მიესალმა წულუკიანი ახალ წევრს.

თეგები: ვანო მერაბიშვილიშალვა ოგბაიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved