“ტვ პირველის” ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში, იზოლაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, მიმდინარე კვირას ისაუბრებს.
რაც შეეხება მთავრობის სხდომას, რომელიც ტრადიციულად, ორშაბათობით იმართება, ის დღეს არ ჩატარებულა.
სხდომის გადადება სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს მოსალოდნელ უკავშირდება. “პირველების” ინფორმაციით, იცვლება ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
როგორც ცნობილია ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა მან წინა კვირას დისტანციურად ჩაატარა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაც.
კომენტარები