• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველად საქართველოში პრესბიოპიის მკურნალობა პრესბიონდ ლაზერით – სად, როგორ, რომელი მაღალტექნოლოგიური აპარატით ტარდება კვლევა?

ალია ავტორი - ალია
16:40 06-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
206

პრესბიოპია არის ასაკთან დაკავშირებული პროცესით გამოწვეული მდგომარეობა, როდესაც თვალი თანდათან კარგავს ახლო ობიექტებზე ფოკუსირების უნარს. კერძოდ, პრესბიოპია არის მდგომარეობა, რა დროსაც 40 წელს გადაცილებულ ადამიანს ბუნებრივად უქვეითდება ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობის უნარი.

პირველად საქართველოში პრესბიოპიის მკურნალობა პრესბიონდ ლაზერის მეშვეობით ნიუ ჰოსპიტალში, ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ხორციელდება. პრესბიონდის პროცედურით დაინტერესებულნი არიან 40 წელს გადაცილებული პირები, რომელთაც სურთ სრულად გათავისუფლდნენ სათვალეზე დამოკიდებულებისგან.

სწორედ ამ თემაზე „ალიას“ კითხვებს პასუხობს მედიციის დოქტორი, ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მარიამ გოლოვაჩოვი

– რა არის პრესბიოპია?

– ჯერ ვიტყვი, რა არის თვალის აკომოდაცია – ეს არის თვალის უნარი მკაფიოდ დაინახოს საგნები სხვადასხვა დისტანციაზე. მასში მონაწილეობს თვალის ბუნებრივი ბროლი, რომელიც იცვლის ფორმას და სიმრუდეს, რათა გამოსახულება მკაფიოდ ფოკუსირდეს ბადურაზე. პრესბიოპია კი არის თვალის აკომოდაციის უნარის თანდათანობითი, ასაკობრივი დაქვეითება და ფოკუსირების შეზღუდვა ახლოსმდებარე საგნებზე.

კიდევ უფრო მარტივი ენით რომ ვთქვა, პრესბიოპია არის ასაკობრივი მდგომარეობა, რა დროსაც ბროლის ელასტიურობა (სიმკვრივე) ქვეითდება, ცინის იოგების კუნთების ტონუსი მცირება, შედეგად იწვევს გაძნელებულ ფოკუსირებას ახლოსმდებარე საგნებზე. ძირითადად იწყება 40-45 წლის ასაკში. პროცესი ასაკის მატების ბუნებრივი მოვლენაა.

ეს არ არის პათოლოგია ან დაავადება, პრესბიოპია არის ასაკობრივი რეფრაქციული დარღვევა, ასაკობრივი ბუნებრივი პროცესი.

– რა ნიშნები და სიმპტომები ახასიათებს პრესბიოპიას?

– საკითხავი მასალის გაწევა გაშლილი ხელის სიგრძეზე, მხედველობის დაბინდვა ახლო მანძილზე კითხვისას (33 სმ), თვალის დაღლა ახლო მანძილზე ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას (ნემსის ყუნწში ძაფის გაყრა, კითხვა და ა.შ.); განათების ინტენსივობის მომატება ჩვეულზე მეტად, გაორება ახლო მანძილზე კითხვისას, თავის ტკივილი.

ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, რეკომენდირებულია მივმართოთ ექიმს, რათა განისაზღვროს საკითხავი სათვალის ნომერი, ან პრობლემის აღმოფხვრა.

– რა არის  პრესბიონდ ლაზერი?

– მეცნიერულად რომ ვთქვათ, პრესბიონდი არის კარლ ცაისის მიერ შექმნილი ლაზერის პროცედურა, ასფერული აბლაციით წარმოქმნის უწყვეტი რეფრაქციული ძალის გრადიენტს მთლიანი რქოვანის ოპტიკურ ზონაზე. მედიცინაში გამოყენების კუთხით, პრესბიონდი არის ლაზიკის პროცედურა, რომელიც აერთიანებს მიკროანიზომეტროპიას და ფოკუსის გაფართოებულ სიღრმეს რქოვანას არაწრფივი ასფერული აბლაციის პროფილის გამოყენებით.

მნიშვნელოვანია, ექიმის მიერ ინდივიდუალური მიდგომა დაპროგრამებისას, გაზრდილი ფოკუსირების სიღრმე, რაც უზრუნველყოფს მკაფიო მხედველობას ყველა მანძილზე.

პრესბიონდი არის იდეალური თითოეული თვალისთვის ინდიუვიდუალური და წარმოქმნის უნიკალურ შუალედურ გადაფარვის ზონას, რომელიც ეხმარება ტვინს ორი საგანი დააკავშიროს მარტივად. შესაბამისად, ნეიროადაპტაცია ანუ ტვინის მიერ ახალი მხედველობის შესაძლებლობების მარტივად აღქმა და შეგუება, მოკლე დროშია შესაძლებელი.

– რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდ ლაზერს?

– პრესბიონდით ვიღებთ ბუნებრივ ბინიკულარულ მხედველობას. ის არ არის “მონოვიჟენი” (როდესაც შუალედურ მანძილზე მხედველობა ბუნდოვანია), ის არის მოდიფიცირებული ბინოკულარული მხედველობა, რომლის უპირატესობებიც არის:

  •  ნაკლები რისკ-ფაქტორები, რადგან არის ლაზიკის ნატიფი, ზუსტი პროცედურა და არანაირი ინვაზიური ქირურგია, როგორიცაა რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაცია და ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია;
  • შენარჩუნებულია კონტრასტული მხედველობა;
  • ნაკლები პოსტოპერაციული გართულებები აქვს ინვაზიური ქირურგიისგან განსხვავებით;
  • ეფექტურობის პროცენტი მაღალია ისე, როგორც არც ერთ სხვა მეთოდის შემთხვევაში – 97%
  • შექცევადი და მორგებადია, შესაძლოა ეფექტის გაძლიერებით ან შესუსტებით რეფრაქციის და ბინოკულარული მხედველობის მართვა.
  • ტვინი ადვილად აღიქვამს და ადაპტირდება სხვადასხვა მანძილზე – ნეიროადაპტაცია ადვილი და სწრაფია.

– სამედიცინო სფეროს ყველა წარმომადგენელმა იცის, რომ პირველად საქართველოში მხოლოდ ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოოგიის ეროვნულ ცენტრშია შესაძლებელი პრესბიოპიის მკურნალობა  პრესბიონდ ლაზერის მეშვეობით, როდიდან დაინერგა კლინიკაში ეს „ოქროს სტანდარტის“ მეთოდი?

– ჯერ კიდევ 2011 წელს ამიერკავკასიაში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი (ნიუ ჰოსპიტალსი) იყო პირველი კლინიკა, რომელიც აღიჭურვა კარლ ცაისის ფირმის ფემტოექსიმერლაზერის აპარატურით და პირველად საქართველოში, სწორედ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ფემტოლაზერკორექცია.

კარლ ცაისის ექსკლუზიური მოდულია პრესბიონდი, რომელიც შეიქმნა 40 წელს გადაცილებული პაციენტების ლაზერული კორექციისთვის. გამომდინარე იქედან, რომ 2011 წლიდან დღემდე განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ერთი დღითაც არ შეგვიწყვეტია, ცხადია, არც ამ აპარატის გარეშე დავტოვებდით პაციენტებს.

უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით დაინერგა და ტარდება პრესბიონდი ჩვენს კლინიკაში. პრესბიონდ ლაზიკი ძალიან ეფექტური და წარმატებული ლაზერული ჩარევაა და ვფიქრობ კიდევ უფრო ბევრი პაციენტი მოიხსნის საკითხავ სათვალეს ინვაზიური ქირურგიის გარეშე.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved