მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე.
კავკასიის ისტორიული ცენტრი არის თბილისი. ევროინტეგრაცია საქართველოს დაწყებულია. უფრო მეტიც მე ვიყავი რადეკ სიკორსკისთან და კარლ ბილტდან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი და პირველად ისტორიაში მთელი ევროპა ჩამოდის კავკასიაში გადაუფრინა თბილისს და 40 წუთით მეტი იფრინა ერევნამდე.
აი ესაა ის ფასი რასაც ჩვენ ვიხდით 2012 წლის არჩევანისთვის. ივანიშვილმა 2013-ში თქვა რომ მისთვის სანიმუშო იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ხოდა ახლა საქართველო იმყოფება 2013 წლის სომხეთის მდგომარეობაში. ხოლო სომხეთი 2012 წლამდე საქართველოს მდგომარეობამდე დაწინაურდა.
ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ პრინციპულად შევთანხმდით ფრანგულ “არევასთან”, საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. დღეს ეს პროექტიც სომხეთმა წაგვართვა, ისევე როგორც სხვა ევროპული სიკეთეები.
ივანიშვილს პრინციპულად არ უნდა ევროპული ფული, იმიტომ რომ ეს ფული მთელ მოსახლეობას გაამდიდრებდა. მისთვის რუსული ფული არის საკუთარი და გარემოცვის კიდევ მეტად გამდიდრების გარანტია. იმიტომ რომ გარდა სიხარბისა, სჯერა რომ რაც უფრო მდიდარი იქნება თვითონ და რაც უფრო ღატაკი ხალხი, მით უფრო ადვილად შეინარჩუნებს მოპარულ ხელისუფლებას.
და კიდევ, აბა თქვით ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, სად ჩამოვიდოდა 50 ლიდერი აქ თუ ერევანში?“
















კომენტარები