13:58, ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2024

“პირველად გვესმის, ევროკავშირის ელჩს ეს არ განუცხადებია” – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის მიერ შემუშავებული დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვიეს და განაცხადა:

 

“პირველად გვესმის, რომ აღნიშნული კანონპროექტის გამოწვევა მოხდა. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ელჩს ეს არც პირად და არც საჯარო საუბრებში არ განუცხადებია. ჩვენ დავინტერესდებით იმ მიზეზებით, თუ კი ეს მართლა მოხდა, რის საფუძველზეც მოხდა კანონის გამოწვევა და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მორიგი ნაბიჯების გადადგმის საშუალება. ჩვენ გვახსოვს ევროპელი ლიდერების დადებით შეფასებები უკრაინის კანონის მიმართ. შესაბამისად, ის გზა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ იყო ერთადერთი სწორი და არგუმენტირებული”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ბიზნესი