• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირში უთხრა ბიძინას, ესენი დაგღუპავენო” – ვისზე ესაუბრა ჯაჭვლიანი ივანიშვილს?

ალია ავტორი - ალია
02:46 10-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი, “ალიას” ჯერ კიდევ სექტემბერში უყვებოდა:

“ივანიშვილმა ვერ გათვალა ჩემნაირებთან ურთიერთობა და  ჩემნაირები ბლომად ვართ, ხალხი, რომლებმაც ხელისუფლებაში მოვიყვანეთ და მერე ჩვენ მისთვის გავხდით არაკომფორტული მოცემულობის ადამიანები. ჩემი მეგობარი, სოსო ჯაჭვლიანი სრულიად დისკრედიტირებული გახადა „ქართულმა ოცნებამ“, პირში ეუბნებოდა ივანიშვილს, ამათი იმედი არ გქონდეს, ესენი დაგღუპავენო. წარმოიდგინეთ, სოსო ახლა ჩრდილში დგას, ცაიტნოტშია და დაიტოვა ისინი, ვინც პირფერობს.

ისინი ბიძინა ივანიშვილით სარგებლობენ, საკუთარ ცხოვრებას იწყობენ. ღმერთმა ქნას, რომ 2020 წელს ხელისუფლებაში „ოცნება“ დარჩეს, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს 2020 წელს პარტია დაეშლება და კახა კალაძე უეჭველად შექმნის დამოუკიდებელ პარტიას არჩევნების შემდეგ. ივანიშვილს შეიძლება ეწყინოს, მაგრამ იგი პარტიაში ვერაფერს წყვეტს, ივანიშვილის არის მთავრობა, პარტიაში ყველაფერს წყვეტს კახა კალაძე, არ ვამბობ, რომ კალაძე ცუდი პიროვნებაა, მე ვამბობ, რომ ასეთია რეალობაა. კალაძე არავინ არ არის, ფეხბურთელია ერთი, შენ შემოგევლე და რამდენი ფეხბურთელი დააყენა ახლა დეპუტატობის კანდიდატად, ყველას ენაცვალოს ჩემი თავი, არც ერთთან პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ ეს არის მისი პოლიტიკური კლანი. ჭკვიანია, შექმნა და მიაღწია. ივანიშვილი პარტიაში ვეღარაფერს წყვეტს, თუმცა, ბიძინას ჰქონდა მცდელობა სიტუაციის გადარჩენის, მან შემოიყვანა ღარიბაშვილი, როგორც საპირწონე, მაგრამ, ირაკლის ფიგურა ვერ ჩანერგა ისე, როგორც საჭიროა. ვერც გახარია ქმნის პარტიაში ამინდს. ამაზე ვერავინ ლაპარაკობს, მაგრამ მე გეუბნებით პირდაპირ, რომ მხოლოდ კალაძე მართავს პარტიას.

დააკვირდით კანდიდატებს, თბილისში მეტწილად კალაძის კანდიდატია დაყენებული. მე რომ ახლა სიმართლე ვილაპარაკო, შეიძლება პანდორას ყუთი აიხადოს და ბევრი სიმყრალე ამოვიდეს.  თქვენ გახსოვთ, ზვიად გამსახურდია დაღუპა გარემოცვამ, შევარდნაძე დაღუპა გარემოცვამ, სააკაშვილი დაღუპა გარემოცვამ, და ივანიშვილსაც, თუკი დაღუპვა ელის – დაღუპავს გარემოცვა.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმერაბ შათირიშვილისოსო ჯაჭვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved