• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირი, რომელმაც 237 ორსული სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისა, პასუხისგებაში მისცეს

ალია ავტორი - ალია
11:35 05-10-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ერთი პირი მი­ე­ცა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ დეკ­რე­ტულ შვე­ბუ­ლე­ბა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბუ­ლი, 2021-2022 წლებ­ში, წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­რი­გე­ბა­ში ორ­სულ ქა­ლებ­თან შე­ვი­და და გა­ა­ფორ­მა ფიქ­ტი­უ­რად მის მმარ­თვე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში ისი­ნი, შემ­დგომ და­ამ­ზა­და ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან, თით­ქოს­და სა­წარ­მო­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი 237 პი­რის მიერ მი­ღე­ბულ იქნა ორ­სუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ერთჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, ჯამ­ში 237 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა გა­ნა­წი­ლე­ბულ იქნა ბრალ­დე­ბულ­სა და ორ­სულ ქა­ლებს შო­რის.

აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა დად­გე­ნა-მხი­ლე­ბის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 210-ე და 180-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved