• რეკლამა
  • კონტაქტი
21:41, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პირდაპირ 20 000–ლარიანი ჯარიმები უნდათ რომ დაწერონ, ან 60 დღემდე პატიმრობა შეგვიფარდონ!” – გიორგი მუმლაძე

ალია ავტორი - ალია
20:08 03-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
181

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი მუმლაძე:

დღეს მირეკავენ სასამართლოდან, რომ თურმე პროცესი მქონია 13 საათზე.
არადა 24 მარტს, ჩემი სამი საქმე გაერთიანდა, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს, ანუ გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარიან ჯარიმას, ან 15 დღიან პატიმრობას რომ ითვალისწინებს და 8 აპრილს ჩაინიშნა ეს პროცესი.
ამიტომ გამიკვირდა და ვუთხარი თანაშემწეს, რომ პროცესი 8 აპრილს უნდა მქონდესთქო.
არაო, ეს საქმე სხვააო, 174-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილს გედავება შსს-ო.
რაც მდგომარეობს შემდეგში “ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენისთვის სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.”
5000 ლარიანი ჯარიმები აღარ ყოფნით და პირდაპირ 20 000 უნდათ რომ დაწერონ, ან 60 დღემდე პტიმრობა შეგვიფარდონ!
რუსული რეჟიმის მხრიდან ყველა გამკაცრებული სანქციის პირველი დატესტვა ჩემზე ხდება 7 თებერვლიდან მოყოლებული.
ზოგადად რა სამართალზე და სამართლიანობაზეა საუბარი, თორემ ეს საქმე თავისი შინაარსით აბსურდია, რადგან ჯერ სასამართლო წესით ამ მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საქმეზე არ დამდებია სახდელი, რადგან ყველა საქმე გასაჩივრების/განხილვის პროცესშია, შესაბამისად ვერანაირი სამართლებრივი ლოგიკით ვერ უნდა დაეწყოთ ჩემს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით საქმის წარმოება!
თუმცა ეტყობა, ძალიან ნერვებზე არიან და იოლ გამოსავალს პირდაპირ 60 დღიან პატიმრობაში ხედავენ.
დღევანდელი პროცესი, ჩემი არ ყოფნის გამო გადაუდიათ, შეგატყობინებთ როდის იქნებაო.
ქოცრუსებო, ხომ იცით, რომ ჯარიმებით (უკვე 19 ცალი 5000 მაქვს, ნუ ერთში 5 000 000 კი წერია) და პატიმრობით ვერ შეგვაშინებთ?!
სამშობლოსთვის და შვილებისთვის თავს რომ შეგაკლავთ ესეც ხომ იცით?!
ამიტომ დღესაც და სადამდეც საჭიროა ვიქნები რუსთაველზე.
ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას!
საქართველო გაიმარჯვებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved