• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირადად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” დამსახურებაა ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და არავის მივცემთ უფლებას, ხელმეორედ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა ომით, რევოლუციებით და კატაკლიზმებით – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:57 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ყველაფერს სჭირდება სტაბილურობა და მშვიდობა, იმიტომ, რომ თუ არ იქნება სტაბილურობა და მშვიდობა, რა თქმა უნდა, არავითარი განვითარება არ იქნება ქვეყანაში და ეს ჩვენ – ქართველებმა ძალიან  კარგად ვიცით; კარგად ვიცით, ომის მძიმე ფასიც და მშვიდობის ფასიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატის, გიორგი ონიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობაა.

„მშვიდობის ფასი კარგად გავიგეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. “ქართული ოცნების” დამსახურებაა ის, რომ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დასადგურდა ჩვენს ქვეყანაში და არავის მივცემთ საშუალებას და უფლებას, რომ ხელმეორედ დაანგრიოს ჩვენი ქვეყანა ომით, რევოლუციებით და ათასი კატაკლიზმებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ – მძიმე განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავის თავზე გამოსცადა. აღარ მინდა, შევაწყინო ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად, თქვენთან ერთად ჩავაბარეთ წარსულს და მივუჩინეთ მათთვის საკადრისი ადგილი და პასუხი ჩავაბარეთ ყველას. რა თქმა უნდა, გამოწვევაა ის, რომ იმ მართლაც დიდი პროპაგანდის პირობებში, რომელიც მოედინება მათი ტელევიზიებიდან, მოსახლეობას უწევს სიმართლის დადგენა, ამიტომ აუცილებელი არის მეტი კომუნიკაცია ხალხთან. ერთ-ერთი მთავარი დავალება, რაც ექნება ყველა მერს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ცენტრალურ მთავრობას, ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელობით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ჩავიდეს, როგორც მინისტრი, პრემიერის, ჩემი ხელმძღვანელობით. ყველგან უნდა ჩავიდეთ, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში, უნდა ადგილზე გადავუწყვიტოთ მოსახლეობას პრობლემა და გამოწვევები. ეს დავალება ექნება ჩვენს ღირსეულ კანდიდატს ბატონ გია ონიანს. მე ვიცი, რომ ის არის ძალიან ენერგიული, მიზანდასახული, მშრომელი, უნარიანი და პატრიოტი კაცი, რომელიც დაბრუნდა ლენტეხში და მოემსახურება ლენტეხს და ჩვენს საამაყო და შეუპოვარ ლენტეხელებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved