• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფული, ქონება, ბიზნესი, გავლენები – “აი, ფაქტი” ბოლქვაძეების ოჯახური ბიზნესის ისტორიაზე

ალია ავტორი - ალია
14:12 11-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,972

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება, “აი, ფაქტი” “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის პრივილეგიებსა და მისი ოჯახის ბიზნესის შესახებ ვრცელ საგამოძიებო სტატიას აქვეყნებს.

“აი, ფაქტის” თანახმად, სახელმწიფო დეპუტატის ოჯახის სამსახურში რამდენჯერმე ჩადგა:

  • 2011 წლიდან მოყოლებული დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა და გარემოცვამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 5.3 მილიონი ლარი მიიღო.
  • დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი სახელმწიფო ქონებას პრივილეგიებით და შეღავათიან ფასად ეუფლება, წლების შემდეგ კი იქ სარფიან ბიზნესს აწყობს – მაგალითად, ბოლქვაძეების ხელში მოხვდა მხოლოდ 46 950 ლარად შეძენილი ქონება, რომელიც სამი წლის შემდეგ ბანკმა თითქმის ცხრაჯერ ძვირად, 408 900 ლარად შეაფასა.

ამასთან, გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც ბოლო წლებში მომხიბვლელ ტურისტულ ადგილად იქცა, პარლამენტარის ცოლის, თინა ბოლქვაძის კომპანიის სასტუმრო დგას. 40-ნომრიანი სასტუმრო “არსიანი” 2020 წელს გაიხსნა და მისი ოფიციალური მფლობელი შპს “აისი გოდერძია”.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ფუნქციურია და ტურისტებს მეოთხე წელია მასპინძლობს, ანზორ ბოლქვაძის მიერ 2021-2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში “არსიანიდან” მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება. თუმცა, იმას კი უთითებს, რომ მისი ცოლისაა შპს “აისი გოდერძი”, რომელიც სასტუმრო “არსიანს” ფლობს.

თავად “გამჭვირვალობის” მომხრე დეპუტატი, რომელიც ხმას აძლევს რუსულ კანონს, საკუთარ ფინანსებს წარმატებით გვიმალავს. “ჩემს ქვეყანას სჭირდება და იმიტომ დავუჭირე მხარი… დეკლარაციის ასახვაა მანდ, მაგ კანონში, მეტი არაფერი არ არის“, – ამბობდა დეპუტატი 2024 წლის მაისში, “ტვ-25”-თან საუბრისას.

სასტუმროს მფლობელი კომპანია, შპს “აისი გოდერძი” 2017 წელს ანზორ ბოლქვაძის ვაჟმა, ნოდარ ბოლქვაძემ როლანდ და რაინდი შანთაძეებთან ერთად დააფუძნა. 2019 წელს კი ნოდარმა თავისი 33.3%-ანი წილი დედას, თინა ბოლქვაძეს, სიმბოლურ 1 ლარად მიჰყიდა. მას შემდეგ, ეს კომპანია დეპუტატის ცოლის და შანთაძეების საკუთრებაა.

 

გოდერძიზე თუ ზამთრის თოვლიან ამინდში ახვალთ და ადიგენის შემდეგ თქვენი ავტომობილით წასვლას ვერ მოახერხებთ, ბოლო უბნიდან, უტყისუბნიდან კურორტ გოდერძიმდე სპეციალური თოვლმავალი აგიყვანთ. ეს სატრანსპორტო საშუალება ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კომპანიას ეკუთვნის.

როგორ ჩაერთო ამ ბიზნესში “ოცნების” დეპუტატი? 2017 წლის ბოლოს, აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კურორტ გოდერძის დამსვენებლებს ახალი სერვისი – სპეციალური თოვლმავლით გადაადგილება შესთავაზოს. ამისთვის კი 380 000  ლარის ოთხი ხელშეკრულება უკონკურენტო პირობებში შპს “გოდერძირეზორტსმა” (რომელიც აჭარის ა/რ-ის მიერ შექმნილი კომპანია) თინა ბოლქვაძის კომპანიას, შპს “აისი გოდერძის” გაუფორმა.

კომპანიას ჰყავს 1999 წლის გამოშვების მუხლუხა ტრაქტორი, რომლითაც 10-12 ადამიანი კურორტზე აჰყავს და ჩამოჰყავს. არადა, პირველი ხელშეკრულების სატენდერო მოთხოვნებით, ეს სპეციალური თოვლმავალი მინიმუმ 2000 წელს გამოცემული უნდა ყოფილიყო. შემდეგ, მოთხოვნა გადააკეთეს და 1999 წელზე ჩამოიყვანეს.

ერთ რეისში სახელმწიფო ბოლქვაძეების კომპანიას 2017 წელს 295 ლარს უხდიდა, 2024 წელს კი ერთი რეისის ფასი სულ ცოტა ორჯერ, 642 ლარამდე გაძვირდა. ეს ერთგვარი სახელმწიფო სუბსიდიაა და დამსვენებელი ადგილზე მხოლოდ 30 ლარს იხდის.

 

ხულოდან ორ კილომეტრში, სოფელ ვაშლოვანში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ვაჟი ბეტონის საამქროს ფლობს. იქ წარმოებული ბეტონით, თავისივე კომპანიას, შპს “ბოლქვაძის გარაჟს” ამარაგებს. “ბოლქვაძის გარაჟისგან” კი ბეტონს ხულოს მერია ყიდულობს ხოლმე, სოფლის გზების დასაგებად.

როგორ გახდა საამქრო ნოდარ ბოლქვაძის საკუთრება? გრძელი ისტორიაა და მაშინ დაიწყო, როცა ანზორ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. საამქროს 370 კვ.მ ფართობის შენობა 3 424 კვ.მ მიწაზე დგას.

2007 წლის აგვისტო – 10 611 ლარის ღირებულების ეს უძრავი ქონება აჭარის ავტონომიურმა მთავრობამ შპს “აგროტექსერვისის” საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ამ დროს ამ კომპანიის დირექტორი ნოდარ ქონიაძე იყო. ქონიაძის გვარი დაიმახსოვრეთ, მას და მისი ოჯახის წევრს ბოლქვაძეების გარემოცვაში კიდევ არაერთხელ წავაწყდებით.

სტატიის სრული ვერსია ლინკზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved