• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს სახელმწიფომ მობილიზაცია უნდა გაუკეთოს- სანამ რთული ფაზა დაწყებულა”

ალია ავტორი - ალია
16:51 03-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ფილოსოფიის დოქტორი, ლაშა ბაქრაძე, წერს:

აქვს თუ არა ქალაქს და ქვეყანას უფასო ტელეფონი, რომელიც ხალხს დაამშვიდებს, ფსიქოლოგიურ რჩევებს მისცემს, ხალხს, რომელიც სოციალურ დისტანცირებას, იზოლაციას, ჩაკეტილ სივრცეს, კარანტინს ფსიგოლოგიურად ვერ გაუძლებს?

ჯერ კიდევ არ დაწყებულა რთული ფაზა. სანამ დროა, ამისთვის მომზადებული ან მოსამზადებელი მოხალისეები არანაკლებ საჭირო იქნებიან, ვიდრე ის ადამიანები, ვინც, ვთქვათ, საჭმელსა და სასმელს მიაწვდიან (რასაკვირველია, სათანადო ტრენინგის შემდეგ) მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება (მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს ციფრები, დაახლოებითი შეფასება, რამდენ ადამიანს დასჭირდება სურსათით დახმარება – საზოგადოების (და არამხოლოდ მთავრობის) წინაშე მდგომი პრობლემის მეტ-ნაკლებად რეალისტურად შესაფასებლად). 

ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ფსიქიატრებს და სხვა პროფესიონალებს სახელმწიფომ მობილიზაცია უნდა გაუკეთოს, ისევე როგორც ინფექციასთან მებრძოლ ექიმებს. სახელმწიფომ მათ უნდა გადაუხადოს სათანადო ხელფასი/ჰონორარი. მათ ტრენინგები უნდა ჩაუტარონ ასეთი ამოცანების დასაძლევად მზადმყოფ მოქალაქეებს. უცხოეთში ფსიგოლოგები ვიდეოსაუბრებსაც სთავაზობენ ხალხს.

უკვე აშკარაა, რომ აუცილებელი გახდება ტელეფონზე დარეკვა, სადაც გულისხმიერი პროფესიონალი ან ახლად გაწვრთნილი პერსონალი ადამიანებს ნუგეშს სცემს და რჩევებს მისცემს, როგორ გაუძლონ სტრესს.

(თავისთავად ცხადია, რომ ამოცანა ადვილი არ არის და საფრთხეც დიდია – სულელური რჩევები არ მისცენ ისედაც დასტრესილ და თავგზააბნეულ ადამიანებს).

ეს დასჭირდებათ მშობლებს, რომლებმაც ბავშვების სტრესიც როგორმე უნდა დასძლიონ; მოხუცებს, რომლებსაც არავინ ჰყავთ, და ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს; არაფერს ვამბობ იმათზე, ვისაც ინფიცირებული ნათესავები და ახლობლები ჰყავთ.

რასაკვირველია, ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, შესაძლებლობების ფარგლებში, ერთმანეთზე, დავეხმაროთ ერთმანეთს, თუნდაც სიტყვით, რომელსაც ამ განსაცდელის ჟამს ყოველდღიურ პურზე არანაკლები ფასი ექნება.

ამ ეტაპზე რამდენიმე რჩევა, რაც უცხოურ ტექსებში ამოვიკითხე და შესაძლებელია, გამოგვადგეს ვირუსით გამოწვეული სტრესის, დეპრესიის, შიშების და სხვა გვერდითი მოვლენების დასაძლევად.

  • ილაპარაკეთ და კომუნიკაცია იქონიეთ, თუნდაც სოციალური ქსელების საშუალებით,  მეგობრებთან. ეცადეთ, არ ილაპარაკოთ მხოლოდ ვირუსზე და შიშებზე.
  • ლოგინში ბევრ წოლას და ძილს შეიძლება უკუეფექტი ჰქონდეს და უფრო მოეშვათ, დაიღალოთ და უფრო დეპრესიული გახდეთ. დროზე დაწოლა და ადგომა განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა აუცილებელი.
  • დაგეგმეთ დღე, მოიგონეთ რაღაც საქმიანობები – დაალაგეთ სახლი, წიგნის თარო ან თუნდაც დიგიტალური ფოტოები ან ბავშვებთან ერთად სათამაშოები. იკითხეთ! ბოლოს და ბოლოს, აწარმოეთ დღიური, რომელსაც, დამიჯერეთ, სიამოვნებით გადაიკითხავთ, როცა ყველაფერი ჩაივლის.
  • მთელი დღე ნუ მისჩერებიხართ ტელევიზორსა და კომპიუტერს ახალი ამბების გასაგებად, რომლებიც ახლა მხოლოდ ვირუსზე საუბრებით შემოიფარგლება.
  • თუ კარანტინში არ ხართ, იმოძრავეთ გარეთ, თუ კარანტინში ხართ, სახლშიც უნდა შეძლოთ ვარჯიში (ეს მე, მაგალითად, ძალიან მიძნელდება).

გერმანელი და ჩინელი ფსიქოთერაპევტების ჯგუფმა გააანალიზა ვუჰანში ჰოტ-ლაინ ზარები – 47%-ს შიშები აწუხებდა, თითქმის 20%-ს – უძილობა, 15%-ს – სომატოფორმული სიმპტომები, 16%-ს – დეპრესიული სიმპტომები, 39% ეძებდა დახმარებას ყოველდღიურ ცხოვრებაში (საყიდლები, სურსათი თუ პირბადეები, ტრანსპორტი, სამედიცინო კითხვები)…. 21%-ზე მეტს სხვა პრობლემებიც აწუხებდა, მაგალითად, კონფლიქტები ოჯახში ან სამსახურში.

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომიტეტმა (chinese national health commission (nhc)) შეიმუშავა გაიდლაინები, როგორ უნდა მოხდეს გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის ფსიქოლოგიური მომსახურება – არ იქნება ურიგო, გავეცნოთ მათ და სხვა მსგავსთ. 

შიშმა და პანიკამ არ უნდა დაგვაძაბუნოს. უნდა მოვერიოთ უძლურების გრძნობას, ბრაზს!

(წინასწარ ბოდიშს ვიხდი, არაპროფესიონალური, უბრალო ენისთვის).”

წყარო – ნეტგაზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved