• რეკლამა
  • კონტაქტი
16:02, კვირა, 29 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფსიქიატრიულ კლინიკებში ბაღლინჯოებისა და რწყილების თარეშია და სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილია!” – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ალია ავტორი - ალია
15:40 11-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ყველის გილდის თავმჯდომარე, ანა მიქაძე-ჩიკვაიიხე:

ფსიქიატრიულ კლინიკებში ანტისანიტარია, ბაღლინჯოებისა და რწყილების თარეში — სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილია!

ძვირფასო ჯანდაცვის მინისტრო!

წინასწარ გეტყვით: არც თქვენს სახელსა და გვარს ვასახელებ, რადგან, სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, დღეს ვინ იკავებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას.
მე ვარ აქტიური მოქალაქე, მაგრამ ამჯერად, უპირველესად, დედა გელაპარაკებით.
ლუკას სიცოცხლეს ვფიცავარ, ადამიანების პორტრეტების ხატვა რომ შემეძლოს, თქვენ უსახოდ, უცხიროდ და უპიროდ დაგხატავდით. ცარიელი სახით.
მინდა, გეწყინოთ ჩემი სიტყვები.
მინდა, ინერვიულოთ.
მინდა, შეგრცხვეთ.
მინდა, ერთხელ მაინც იგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენს თანამდებობას აკისრია.
იცით, რას ნიშნავს, მენტალური პრობლემების მქონე შვილის დაკბენილ ზურგს რომ უყურებ და გამუდმებით გესმის მისი ხმა:
„დე, მექავება… რა ვქნა?“
იცით, რას ნიშნავს ეს დედისთვის?
წარმოიდგინეთ ერთი წამით: ჯანმრთელი ადამიანი რომ აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც რწყილები და ბაღლინჯოები კბენენ, რა ნერვიულ სტრესს გადაიტანს?
ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანისთვის, რომელსაც ისედაც სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, სიმშვიდე და დაცული გარემო.
ეს უბრალოდ დისკომფორტი არ არის. ეს არის ადამიანის ღირსების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხი.
წლების განმავლობაში გეგმიური მკურნალობით კმაყოფილი ვიყავი. წელს კი ყველაფერი წყალში ჩაიყარა. მკურნალობის პროცესს თან ახლავს ისეთი ანტისანიტარია, რომლის არსებობაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოვლად დაუშვებელია.
მე ზედმეტად წესიერი და ლმობიერი ადამიანი ვარ იმისთვის, რომ ვინმეს მსგავსი განსაცდელი ვუსურვო. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით:
ნუ გამოსცდით დედის მოთმინებას.
დედა, რომელიც შვილის ტკივილს უყურებს და ხედავს, რომ პასუხისმგებელი სახელმწიფო დუმს, უსასრულოდ ვერ დაელოდება რეაგირებას.
და ახლა — ჩემი მოთხოვნაა

მოვითხოვ:
1 დაუყოვნებლივ შეიქმნას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური შემოწმების კომისია ფსიქიატრიულ კლინიკებში.
2 ჩატარდეს ბაღლინჯოების, რწყილებისა და სხვა მკბენარების გავრცელების მასშტაბის შემოწმება.
შეფასდეს დაწესებულებების სანიტარიული მდგომარეობა და პაციენტთა საცხოვრებელი პირობები.
შემოწმდეს, რამდენად სრულდება დეზინსექციისა და დეზინფექციის მოთხოვნები.
გამოვლინდეს პასუხისმგებელი პირები და გატარდეს დაუყოვნებელი ღონისძიებები.
ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვ ოფიციალურ რეაგირებას.
მოვუწოდებ სახალხო დამცველს და შესაბამის გენერალურ ინსპექციას, დაინტერესდნენ ამ საკითხით და შეისწავლონ პაციენტების უფლებების შესაძლო დარღვევები.

ბატონო მინისტრო,

ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსებული ადამიანი არ კარგავს უფლებას, იცხოვროს სუფთა, უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში.
მისი მენტალური მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ მისი ტკივილი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
პაციენტი არ არის განწირული ადამიანი.
ის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა

.
და ბოლოს,

მინდა, იცოდეთ: მე ამ საკითხს არ შევეშვები.
ეს არ არის მხოლოდ ჩემი შვილის ამბავი. ეს არის იმ ადამიანების ამბავი, რომლებსაც ხშირად საკუთარი უფლებების დაცვაც კი არ შეუძლიათ.
სახელმწიფოს დუმილი პასუხი არ არის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved