• რეკლამა
  • კონტაქტი
05:26, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრიდონ ინჯია კრწანისში სამთავრობო ავტოსადგომის ადგილას 28 სართულიან სასტუმროს აშენებს – ფოტოები

ალია ავტორი - ალია
16:54 10-06-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
418

გამოცემა კომერსანტის ინფორმაციიით, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კომპანია კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის ადგილას 28 სართულიან სასტუმროს აშენებს, რომელიც არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

თბილისში კრწანისის რაიონში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17 313 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული კრწანისის ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომის შენობა, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე წლების წინ 5.27 მლნ  ლარად გაიყიდა.

ფართის მფლობელი შპს „სისტემ ნეტია“, კომპანიის წილები კი დეპუტატ ფრიდონ ინჯიას და მის ოჯახის წევრებს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი დეპუტატის შვილი ილია ინჯიაა.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს და საცხოვრებელი შენობის საერთო ფართი 70582.6 მ2 იქნება, რომელიც ასე ნაწილდება: საცხოვრებელი ფართი  – 22 790.2 მ2; სასტუმროს ფართი  – 15777.7 მ2; კომერციული ფართი – 1006.6 მ2; საოფისე ფართი – 467.5 მ2; საზაფხულო ფართი – 7617,1 მ2; ავტოსადგომის ფართობი – 10633.5 მ2 (335 საპარკინგე ერთეული).

მრავალფუნქციური შენობა 28 სართულს მოიცავს, როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში გათვალისწინებულია: სასტუმრო; საცხოვრებელი და აღნიშნული სახეობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი დამხმარე ობიექტების განვითარება. მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტების და სპორტულ გამაჯანსაღებელი ფუნქციების ორგანიზება. ასევე გათვალისწინებულია საპროექტო არეალში მდებარე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა გაჯანსაღება. არეალის სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობიდან და ფიზიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე (საპროექტო არეალი პრაქტიკულად გარსშემორტყმულია საჯარო სარგებლობის რეკრეაციული სივრცით, რომელიც დაზუსტებულია სატყეო ქვეზონების სახით), მთელი ტერიტორიის ფარგლებში, იგეგმება სარეკრეაციო სივრცის საკმაოდ მსხვილი ერთეულების დაგეგმარება-შენარჩუნება. ნაკვეთის ცენტრალურ სივრცეში გათვალისწინებულია დღეს არსებული შიდა ეზოს პრინციპის შენარჩუნება. ასევე საჯარო სარგებლობის რეკრეაციული სივრცეების საკმაოდ მსხვილი ერთეულები განთავსდება მიწის ნაკვეთის პერიმეტრით, რომლების ტერიტორიის განსხვავებული ნიშნულების  გამო, სხვადასხვა გამოყენებისაა“.

ცნობისთვის, ფრიდონ ინჯია და მისი ცოლ-შვილიც, საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეებიც.

თეგები: ფრიდონ ინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved