საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრა გაიხსენა. მის სიტყვებს გამოცემა „გორდონი“ აქვეყნებს.
სააკაშვილის თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბარი მინსკში, თანამეგობრობის ქვეყნების სამიტზე 2006 წელს შედგა:
„პუტინმა რაღაც ცალკე ოთახში გამიყვანა, მუხლებში ფრჩხილები ჩამასო – საუბარი თვალი თვალში გაყრით მიდიოდა – და ომით დამემუქრა“, – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი და განმარტავს, რომ მაშინ მისი თანამოსაუბრე „არ ხუმრობდა“.
დღესვე, 23 ივნისს, მოგვიანებით დიმიტრი გორდონის youtube-არხზე სააკაშვილთან ინტერვიუს სრული ჩანაწერი გამოქვეყნდება.
სააკაშვილი ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
წყარო – cyc.ge
კომენტარები