მომღერალ თემო საჯაიას და მოდელ მარიტა ჯანაშიას, ტელევიზიაში დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა.
წყვილმა ქორწილი მცხეთაში, ღია ცის ქვეშ, საცურაო აუზზე გადაიხადა, სადაც სტუმრებს შორის ცნობილი ადამიანებიც იმყოფებოდნენ. მათი გადაწყვეტილებით ქორწილში მისულ სტუმრებს თეთრი სამოსი ეცვათ, მხოლოდ სიძეს ეცვა შავი ფერის შარვალი.
თავად მარიტამ კი საკუთარ ქორწილში საქორწინო კაბა ორჯერ გამოიცვალა. ჯვრისწერაზე მას კრემისფერი გრძელი კაბა ეცვა, ხოლო ქორწილში ტრადიციულ თეთრ ფერზე შეაჩერა არჩევანი.
წყვილისთვის მნიშვნელოვან დღეს სიმღერის გარეშე არ ჩაუვლია. თემო საჯაიამ მეგობრებთან ერთად, არაერთი სიმღერა შეასრულა და მეუღლესაც უმღერა.
მარიტა ჯანაშია წლების მანძილზე ნიკო გომელაურის ვაჟს, ჯეჯი გომელაურს ხვდებოდა, ისინი ჯგუფელები იყვნენ, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თუმცა შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. როგორც მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, წყვილი ერთმანეთს იმიტომ დაშორდა, რომ ცალკე საცხოვრებლად გადასვლა ვერ მოახერხეს.
რაც შეეხება თემო საჯაიას, ის ბალერინა ნინა სამადაშვილს ხვდებოდა, თუმცა ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.
პრაიმტაიმი
კომენტარები