• რეკლამა
  • კონტაქტი
20:58, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები) – “ორი გადარჩენილი სიცოცხლე და ცხრა ცხედარი…” – მაშველების 29-საათიანი, გრძელი დღე

ალია ავტორი - ალია
02:18 10-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი კოვზიაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

‘ორი გადარჩენილი სიცოცხლე და ცხრა ცხედარი …
ყველაზე ემოციური 29 საათიანი გრძელი დღე იყო ბათუმში. ერთმანეთში ირეოდა სიკვდილზე გამარჯვების სიხარული, მძიმე წუთების მოლოდინი, დარდი, სიჩუმე- სიჩუმე რომლითაც სიცოცხლის ხმაური უნდა გაგეგო.

სიცოცხლის გადარჩენის იმედით გასუფთავებული არაერთი სართული.

იყო ბუნებრივი ქაოსი, რომელსაც მოყვა შიში, უამრავი ემოცია, გეგმა, და საძიებო – სამაშველო ოპერაცია. პირველი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა- მაშველებმა მცირეწლოვანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
საძიებო – სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო სამინისტროს არაერთი დანაყოფი, რომელთა ფუნქციებიც ერთმანეთზე გადაჭაჭვული იყო და მათ გამართულ მუშაობას მშვიდად, ღირსეულად, თანამიმდევრულად, ცივი გონებით, იმედით და მისთვის ჩვეული განსაკუთრებული დამოკიდებულებებით ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი- ვახტანგ გომელაური, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია თანამშრომლებს.

მძიმე იყო გარემო და გულწრფელი იყო ადგილზე მყოფი ადამიანების ემოციები. ყველას უნდოდა მაშველების ადგილას ყოფნა, მათი დახმარება, აგურის დადება ან გადაგდება, აგურის რომელიც სიმბოლოა პასუხისმგებლობის და დარდის, რომელსაც ჩვენ ყველა ვგრძნობდით.

ადგილზე კიდევ უფრო მძაფრია ემოციები.
მადლობა თითოეულ იქ მდგომ ადამიანს, უდიდესი მადლობა მაშველებს, პოლიციის დანაყოფების თანამშრომლებს, ადგილზე მყოფ მოქალაქეებს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებსა და მათ ხელმძღვანელებს, თითოეულ გულშემატკივარს.
მადლობა მედიას და განსაკუთრებით ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს. ასეთ სიტუაციებში მუშაობა მარტივი არაა, 29 საათი ვიმუშავეთ ერთად და ერთმანეთში არეული ემოციები და მოვლენები ერთად გავუზიარეთ მსმენელსა თუ მაყურებელს.
ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.
დიდი ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.”

თეგები: ქეთი კოვზიაშვილიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved