დღეს, მომღერალი ლელა წურწუმია, ინფექციურ საავადმყოფოში, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
“ალიასთან” საუბრობს ჟურნალისტი, ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი ბერიძე:
“ლელას დიდი ხანია ვიცნობ, იყო დრო, მე დავდიოდი მისი სიმღერების მოსასმენად კონცერტებზე, ინტერვიუს ჩასაწერად. ეს ფოტო 1999-2000 წლებშია გადაღებული
ახლა, ის გვეწვია კლინიკაში აცრის გასაკეთებლად. ექიმებს მადლობა სიმღერით გადაუხადა და მეორე დოზის გაკეთებამდე დაგვემშვიდობა. კორონაპანდემიის გამო, კონცერტებს მონატრებულნი ვართ, ასე რომ, ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო მონატრებული ხმა ჩემთვისაც და ექიმებისთვისაც.
აიცრა მისი მეუღლეც, შვილიც, ცოტა ხნის წინ დედაც მოიყვანა ასაცრელად, და, დისშვილები.”
კომენტარები