• რეკლამა
  • კონტაქტი
07:05, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები და ვიდეო) – “ბიძინა შეგრცხვეს, პაბლოს დედნდროლოგიური პარკი გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება!”

ალია ავტორი - ალია
17:10 07-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე, სოციალურ ქსელში, აზიარებს “ფორმულას” მასალას და წერს:

“ბიძინა შეგრცხვეს, პაბლოს დედნდროლოგიური პარკი გაცილებით საინტერესოდ გამოიყურება!”

“ფორმულას” მიერ მომზადებული მასალა პაბლო ესკობარის დებდროლოგიურ პარკზე:

Hacienda Nápoles – კოლუმბიაში ნარკობარონის პაბლო ესკობარის მიერ შექმნილი პარკია, რომელიც მოიცავს ესპანურ კოლონიურ სახლს, ფაუნისა და ფლორის თემატურ პარკს და ზოოპარკს, რომელშიც სხვადასხვა კონტინეტიდან ჩამოყვანილი უამრავი ცხოველი იყრის თავს.

რანჩო ასევე მოიცავს კერძო ასაფრენ ზოლს, ავტომობილებისა და ველოსიპედების მუზეუმს და სარბოლო ტრასასაც კი.

ესკობარი მის ეგზოტიკურ რანჩოზე გიჟდებოდა. მან ძალიან ბევრი იწვალა იმისთვის, რომ ცხოველები ჩამოეყვანა, ისე რომ არც ერთი არ დაკარგულიყო. ნარკობარონმა შეძლო და 1500 სახეობის ცხოველი საკუთარ სახლში დააბინავა.

დიახ, ეს იყო მდიდრული სახლი საკუთარი პარკით, 27 ტბით, უამრავი საცურაო აუზით, საკუთარი გაზგასამართი სადგურით, ასაფრენი ზოლით, ვერტმფრენებით და ა.შ.

პაბლოს სამოთხე – რომელსაც მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეები თაფლივით ეხვეოდნენ.

იმ ვერტმფრენის ასლი, რომლითაც ესკობარმა პირველად შეიტანა აშშ-ში კოკაინი. ასეთი შესასვლელი იყო 2019 წლამდე. შემდეგ თვითმფრინავი მოხსნეს.

მას შემდეგ, რაც 1993 წელს ესკობარს ესროლეს და მოკლეს, მისმა ოჯახმა მთავრობასთან ქონებისთვის იურიდიული ბრძოლა გამართა. ამ ბრძოლაში მთავრობამ გაიმარჯვა და ესკობარის ქონების უდიდეს ნაწილს ახლა მუნიციპალიტეტი მართავს.

მისი დენდროლოგიური პარკი კი ოჯახური გართობისთვის საუკეთესო ადგილად იქცა.

ირონიულია ის, რომ სიცოცხლეში ის მის ხალხს უდიდეს ზიანს აყენებდა, სიკვდილის შემდეგ კი მისი ჯოჯოხეთი, საოცარ გასართობ ადგილად იქცა. ეს ალბათ, ერთადერთი კარგი რამაა, რაც პაბლოსგან თანამემამულეებს დარჩათ.

პაბლო ესკობარი თავის პარკში

ამ პარკში მყოფი ცხოველებისა და ფრინველების მოვლის ხარჯები იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობამ მათი ნაწილი კოლუმბიის სხვადასხვა ზოოპარკში გადაანაწილა. შემდეგ პარკის ნაწილები კერძო კომპანიების ხელში გადავიდა.

ახლა თემატური პარკი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასართობია, თავისი ჩანჩქერებითა და აუზით.

პაბლოს სახლში კი სასტუმროა განთავსებული.

ესკობარს პარკში ოთხი ჰიპოპოტამი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ზომების გამო ჰიპოპოტამები პარკშივე დატოვეს. 2007 წელს ისინი უკვე 16 იყვნენ, თან მშივრები, ამიტომ პარკიდან გაიქცნენ.

ამ თემაზე National Geographic Channel-მა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო – კოკაინის ჰიპოები.

ისინი მალევე იპოვეს და დააბრუნეს. ჰიპოპოტამები სხვა ცხოველებთან ერთად კვლავ პარკში არიან, თუმცა მათი ბედი არ გადაწყვეტილა.

ესკობარი ისეთი მდიდარი იყო, პარკის შენახვისთვის საჭირო ხარჯებს, სიკვდილის შემდეგაც იხდიდა.

პაბლო ესკობარი მისი 30 მილიარდით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. ახლა, რომ ცოცხალი იყოს და ისეთივე მდიდარი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-18 ადგილს დაიკავებდა. პაბლოს კარტელებით აშშ ყოველდღიურად 15 ტონა კოკაინით მარაგდებოდა. ის მსოფლიოში კოკაინის მარაგების 80%-ს აკონტროლებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved