• რეკლამა
  • კონტაქტი
19:08, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფორა 500 ათასი ხმით ოცნებას და ხმების მცველი სკოლა – რას აანონსებს სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:08 02-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
505

“ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას” – ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე აკეთებს და ამბობს:

“2022 წლის მონაცემებით, სტატისტიკის საიტზე 20-85 წლის ასაკის 2 მილიონ 735 ათასი ადამიანი გვყავს. 2021 წლის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 მილიონ 497 ათასი, ამ ორ რიცხვში სხვაობა არის 762 ათასი, ანუ მათი აზრით, გამოდის, რომ 18-19 წლის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობით.

500 ათასი ადამიანი ვინ არი და საიდან მოვიდა ცესკოს რაოდენობაში, არავინ ზუსტად არ იცის. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის ხალხი, ვინც განდევნეს, ხელოვნურად გაყარეს საქართველოდან, მერე დაამზადეს მათი პირადობის მოწმობები და ასე აპირებენ ამ ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარია არ იყოს ბუნტი, იყოს სიწყნარე და წყნარად, მშვიდად მიაგორონ არჩევნებამდე და ეს არჩევნები უხეშად გააყალბონ, მაგრამ ჩვენ არ ვიჯდებით ხელჩამოშვებულები. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ქოცებს 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე ააქვთ ფორა და თან ისეთი, რომ ვერცერთი დამკვირვებელი, ვერც შინაური და ვერც გარეული დარღვევას ვერ იპოვის. ამიტომ ამ მონსტრის დასაშლელად ერთადერთიო გზა არის სიების მონიტორინგის კარგი სისტემის აწყობა. კარგად დატრენინგებული ადამიანები, სწორი მეთოდოლოგიით იწყებენ თითოეული ამომრჩევლის გადამოწმებას ცესკოდან გამოთხოვილი სიების მიხედვით. ამიტომ მე ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას, ეს სკოლა ამოქმედდება ერთ თვეში, თვე ნახევარში, გავატარებთ ათასობით ადამიანს, რომელსაც ვასწავლით ამ სქემების ამოცნობას და აღკვეთას და მსოფლიოს შევატყობინებთ, წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ხმა მოპარული წინასწარ გაგაგდებინოთ ხელიდან. თქვენ  მოიპარეთ ბიუჯეტი, მოიპარეთ საქართველოს ხალხის იმედი და გინდათ მოპაროთ არჩევნები და საბოლოოდ ჩაასამაროთ და მოსპოთ ეს ქვეყანა, არ გამოგივათ, ვერ მოგართვით, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ამის გაკეთება სურს.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved