ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
19 ნოემბერს, კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











კომენტარები