• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფონდი დაზარალებულთათვის – “მე შევიტან პირველ 100 000 ლარს” – ნიკა გილაურის მიმართვა ბიზნეს სექტორს

ალია ავტორი - ალია
19:13 12-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,796

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ნიკა გილაური

“პირველ რიგში, მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ. სავარაუდოდ, სწორედ ასეთმა თავდადებულმა, შეუპოვარმა და მიზანმიმართულმა ბრძოლამ მოიყვანა აქამდე ჩვენი ქვეყანა. ყოველ ღამე რუსთაველზე ათასობით თანამებრძოლს ვხვდები და როგორი სასიამოვნო და საამაყოა ასეთი ადამიანების გვერდით დგომა – ქვეყნის საუკეთესო პროფესიონალები, მეცნიერები, ბიზნესმენები, სუპერ ახალგაზრდობა – მიყვარხართ ყველა. უზარმაზარი მორალური უპირატესობა გვაქვს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ბიზნესს მინდა მივმართო – განცხადებების გაკეთება და ფეისბუკ-ბანერის თუ პოსტების დადება კარგია, მაგრამ ნამდვილად არასაკმარისი. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ნამდვილად შესტკივა გული საქართველოსთვის და სურს, რაიმე გააკეთოს ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდობის მხარდასაჭერად. ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები ძალისხმევას არ იშურებენ და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მეტი კოორდინაციაა აუცილებელი.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ შევქმნათ ამ ბრძოლაში მონაწილე დაზარალებული ადამიანების დახმარების ფონდი, რომლის მიზანი იქნება დღევანდელ აქციებთან დაკავშირებით შემდეგი კონკრეტული მიმართულებების დაფინანსება:

  • პირველ რიგში, ამ აქციებზე დაზარალებულების მკურნალობა, რეაბილიტაცია და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ვიცი, რომ მთავრობა ცდილობს დაშავებულების მკურნალობა სრულად დააფინანსოს, მაგრამ არის კონკრეტული შემთხვევები როდესაც ასეთი დაფინანსება არ ან ვერ ხორციელდება (მაგალითად როდესაც დაზარალებულის კლინიკაში მიყვანა არ განხორციელებულა პატრულის ან სასწრაფო დახმარების მიერ და ის თავისით მივიდა იქ), ან დაზარალებულებს თანადაფინანსებას სთხოვენ.
  • დაზარალებულების ოჯახების ფინანსური დახმარება  – იმის გამო, რომ დღეს რეჟიმისგან ნაცემი ადამიანები იმყოფებიან საავადმყოფოებში, მათ და/ან მათ ოჯახებს ამის გამო შემოსავალი აკლდებათ. სწორედ ეს ფონდი აუნაზღაურებს მათ ამ დანაკლისს.
  • ჯარიმების გადახდა მათთვის, ვისაც ამ აქციების პერიოდში ადმინისტრაციულით დააჯარიმებს სასამართლო და ვისაც არ აქვს ასეთი ჯარიმის გადახდის საშუალება.
  • იმ ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ სახელმწიფო სამსახურებიდან. გთავაზობთ, ასეთ პლატფორმად გამოვიყენოთ რამდენიმე თვის წინ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia. პირველ შენატანს მე გავაკეთებ 100 000 ლარის ოდენობით და მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გავზარდო ეს შენატანი. არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ყველას, ვისაც ამ ფონდში თანამონაწილეობის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გადმორიცხოთ ნებისმიერი თანხა, თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში.
  • Prosperity Georgia-ს მიერ ყველა დახარჯული თანხა იქნება სრულად გამჭვირვალე და ყოველკვირეულად ეს ორგანიზაცია გააკეთებს სრულ ანგარიშს მიღებული და დახარჯული თანხების შესახებ.
  • დაზარალებულთა მკურნალობისათვის თანხის გამოყოფა მოხდება ოპერატიულად და ეფექტურად, შემოსული მოთხოვნების საფუძველზე – პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ფინანსური დახმარება.
  • პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა მოხდება ხელფასის ზომიდან გამომდინარე (2-3 ხელფასის ოდენობით), იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო არ გამოყოფს შესაბამის კომპენსაციას (როგორც ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული)  და მოქალაქეს სასამართლოში წასვლა მოუწევს.
  • შემომწირველთა სურვილისამებრ, მათი ვინაობა გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე, ან დარჩება ანონიმური. ანონიმურად დარჩენის შემთხვევაში, თანხის გადმორიცხვისას დანიშნულებაში უნდა მიეთითოს – „ანონიმური“.

დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ნომერზე: 577 53 09 10 რომელიც იმუშავებს 24 საათის განმავლობაში”, – წერს ნიკა გილაური.

ფონდში თანამონაწილეობისთვის თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე საქართველოს ბანკში და თიბისი ბანკში:
საქართველოს ბანკი 
მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია
ანგარიშის ნომერი ლარში: GE79BG0000000602685123 GEL
ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537 USD/EU
თიბისი ბანკი
მიმღები: ააიპ ფროსფერითი ჯორჯია
ანგარიშის ნომერი ლარში: GE29TB7549436020100009 GEL
ანგარიშის ნომერი აშშ დოლარში და ევროში: GE53BG0000000602551537 USD/EUR

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved