• რეკლამა
  • კონტაქტი
01:48, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფლანგვის დეტექტორი: ზუგდიდის ა(ა)იპ-ების ხარჯი 3 მილიონით გაიზარდა

ალია ავტორი - ალია
16:20 10-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2020 წლებში 130-ით, ხოლო ხარჯი 3 მილიონით გაიზარდა. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა მაღალი რიცხვის გამო სახელმწიფო სამუშაო ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებლად რჩება და ცხადია, ამ ფორმით დასაქმებულთა შენახვა გადასახადის გადამხდელებს უწევთ.

საქსტატის ცნობით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების წილი დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა შორის შემდეგნაირია: 2017 წელს 34.43%, 2018 – 34.86%, 2019 – 35.28%. ამ მონაცემებით, აშკარად შესამჩნევია გაზრდილი ბიუროკრატია და რესურსების არასწორი მართვის მომატებული საფრთხე.

“საჯარო სექტორში დასაქმებულთა მუდმივად მზარდი წილი ბოლო პერიოდში ე.წ “ააიპ”-ებში დასაქმებაზე მოდის, რომელიც ხშირად გადაქცეულია პარტიული აქტივის სახელმწიფო ბიუჯეტით შენახვის საშუალებად. ამ სურათში გამონაკლისს არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, სადაც 2018-2020 წლებში სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი 10 აქტიური “ააიპ” იყო.

ზემოთაღნიშნული, საჯარო სექტორში დასაქმებულთა მზარდი ტენდენცია შეინიშნება ამ 10 “ააიპ”-შიც, რაც ცხადია პირდაპირ პროპორციულია ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის მატებასთანაც.

2018 – 2,317 თანამშრომელი

12,125,867 ლარი

2019 – 2,343 თანამშრომელი

12,740,148 ლარი

2020 – 2,446 თანამშრომელი

15,233,625 ლარი

ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ააიპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში”. სადაც თანამშრომლების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 90-ით გაიზარდა.

თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგა ააიპ “ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც”, სადაც 29 თანამშრომლის ნაცვლად, 2020 წელს უკვე 74 თანამშრომელი იყო.

ხოლო ააიპ “საფეხბურთო კლუბ ოდიშში” დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის გაათმაგდა და 5 ის ნაცვლად, 2020 წელს ის უკვე 49 გახდა, ხოლო ამ საფეხბურთო კლუბის დაფინანსება 32,069 ლარიდან 412,410 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის 2018-20 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შესაბამისად 43,769,500 ლარი, 58,976,000 ლარი და 48,790,000 ლარი იყო, რომლის საშუალოდ 27% სწორედ ამ ააიპ-ების დაფინანსებაში დაიხარჯა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით ზუგდიდში მოსახლეობა 105,000 ადამიანს შეადგენს, საიდანაც ყოველი მეხუთე 22,959 უკიდურეს სიღარებიში ცხოვრობს”, – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved