• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფილმში რომ გვენახა რომელიმე ჩვენთაგანს ეს სცენა, ალბათ ღამე არ დაგვეძინებოდა საქართველო კი მიეჩვია – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:57 04-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“შიშისაგან გონებადაკარგული, ადიდებულ მდინარეში დაუფიქრებლად გადამხტარი უმწეო ადამიანები … მათ უკან ავტომატიანი ხვადაგები და გაავებული ძაღლები …
ფილმში რომ გვენახა რომელიმე ჩვენთაგანს ეს სცენა, ალბათ ღამე არ დაგვეძინებოდა. საქართველო კი მიეჩვია.
-აბა ვიომოთ?-
ჰო. უნდა ვიომოთ. ომი რა არის იცით? ომი საკუთარი მოვალეობის შესრულებაა პატიოსნად. ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მოვალეობა ვინმემ იცის, რა არის?
მოქალაქეების?
რამდენიმე დღის წინ ვიღაც ბებერი უცხოტომელი ხვადაგის ჩაშლილ დაბადების დღეზე დარდობდა საქართველოს ნახევარი, იმ ხვადაგის, რომელმაც საკუთარი მიწიდან გამოყრილი ადამიანები შეურაცხყო. მის შელახულ თავმოყვარეობაზე დარდობდნენ იმ ქვეყნის შვილები, რომლის უპატრონოდ მიგდებული სხვა შვილები ადიდებულ მდინარეში გადაყარეს ამ დილით და ჩაახრჩვეს იმ უცხოტომელებმა.
ომი რა არის იცით? ომი საკუთარი მოვალეობის არდავიწყებაა. ომში შეიძლება ისე წახვიდე, იარაღი სულ არ აიღო ხელში.
საქართველომ მიატოვა საბნის გარეთ დარჩენილი შვილები. დანარჩენებმა მჭიდროდ შემოვიკეცეთ საბნის კიდეები და მთელი ძალით თვალებდახუჭულნი და ყურებში თითებგარჭობილნი ვცდილობთ ძილის გაგრძელებას. არ გვინდა გავიგონოთ გარეთ დარჩენილთა ქვითინი.
-სხვისი აშენებული ქვეყანაო- … აშენებული? … ამაზე დიდი ცინიზმი?
ვინმე ჭკუათმყოფელი შეიძლება კმაყოფილი იყოს საქართველოს დღევანდელი ყოფით? წამით მაინც მოდუნდეს?
განა არ შეგვიძლია. შეგვიძლია. არის რესურსი. მაგრამ … ვერაფერი მოვუხერხეთ საკუთარ დამპალ ჰედონიზმს. არადა, ჰედონიზმსაც ვერ უწოდებ სხვათა ტანჯვის ხარჯზე ტკბობას. სადიზმი უფროა.
საქართველო მიეჩვია …
სიმბოლურიც იყო ხარება დღეს რომ მოხდა, რაც მოხდა.
-ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა, ვინც დარჩა, გაიხარებსა…-
ჰოდა, გაიხარეთ, ვისაც შეგიძლიათ.
მე ვერ მიხარია.
ხარებას გილოცავ საქართველოვ!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved