იურისტი, სიმონი პეტრიდისი:
საინფორმაციოს ვუყურებდი და მივხვდი რაღაც ახალი ჟანრი იბადება „ფენტეზი პოლიტიკურ ლაივ ეთერში“.
ანუ სცენარი ასეთია:საქართველოს პრემირმა თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდა დებატებში „გაანადგურა“ გამოუცდელი პედაგოგები (რომლებიც ალბათ შემთხვევით აღმოჩნდნენ გეოპოლიტიკის ჩემპიონატზე), ამის შემდეგ სადღაც ბნელ სარდაფში შეკრებილი „დიფ სთეითი“ შეშინებულა, მაგიდაზე მუშტი დაურტყამს და უთქვამს: „სასწრაფოდ! სასწრაფოდ! ბრიტანეთის მთავრობას დავურეკოთ, იმედი და PosTV დავასანქცირებინოთ, თორემ ეს დებატები მსოფლიოს წონასწორობას არღვევს!“ხომ წარმოგიდგენიათ? ლონდონში დილით ჩაისაც ვერ სვამენ მშვიდად ვიღაც კაბინეტში შევარდება: „სერ, საქართველოში დებატები მოიგეს! Good heavens! სწრაფად, სანქციები!“ამ ლოგიკით, შემდეგი ნაბიჯი იქნება: თუ ვინმე უბნის კლუბში ჭადრაკში მოიგებს პარტიას, ნატო საგანგებო სხდომას მოიწვევს.თუ ვინმე ფეისბუქზე კომენტარებში „დაამარცხებს“ ოპონენტს, გაერო რეზოლუციას მიიღებს.ამ ტიპის ტექსტებს ერთი საერთო თვისება აქვს ყველაფერი გლობალური შეთქმულებაა, გარდა ავტორის თვით კრიტიკული აზროვნების დეფიციტისა.ნებისმიერი შიდა პოლიტიკური კრიტიკა ავტომატურად გარდაიქმნება „მსოფლიო ძალების შურისძიებად“, თითქოს ვაშინგტონსა და ლონდონს სხვა საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ქართულ სატელევიზიო დებატებზე ნერვიულობდნენ.ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ასეთი თეორიებით მთავრობა საკუთარ თავს ეპიკურ მნიშვნელობას ანიჭებს „ჩვენ ისეთი დებატები გვქონდა, რომ იმპერიები შეირყა.“სინამდვილეში კი: თუ ვინმეს სჯერა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ღამეებს ათენებს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ სიტყვიერი პაექრობა მოუგო გამოუცდელ პედაგოგებს, მაშინ „დიფ სთეითი“ კი არა „დიფ ფენტეზისთან“ გვაქვს საქმე.
მოკლედ, ეს უკვე ბოდვა კი არა, პოლიტიკური ფანტასტიკის ახალი სერიაა: „Debate Wars: The Sanctions Strike Back.“














კომენტარები