• რეკლამა
  • კონტაქტი
00:16, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფენტეზი პოლიტიკურ ლაივ ეთერში” – სიმონი პეტრიდისი

ალია ავტორი - ალია
20:05 03-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
242
იურისტი, სიმონი პეტრიდისი:
საინფორმაციოს ვუყურებდი და მივხვდი რაღაც ახალი ჟანრი იბადება „ფენტეზი პოლიტიკურ ლაივ ეთერში“.
ანუ სცენარი ასეთია:
საქართველოს პრემირმა თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდა დებატებში „გაანადგურა“ გამოუცდელი პედაგოგები (რომლებიც ალბათ შემთხვევით აღმოჩნდნენ გეოპოლიტიკის ჩემპიონატზე), ამის შემდეგ სადღაც ბნელ სარდაფში შეკრებილი „დიფ სთეითი“ შეშინებულა, მაგიდაზე მუშტი დაურტყამს და უთქვამს: „სასწრაფოდ! სასწრაფოდ! ბრიტანეთის მთავრობას დავურეკოთ, იმედი და PosTV დავასანქცირებინოთ, თორემ ეს დებატები მსოფლიოს წონასწორობას არღვევს!“
ხომ წარმოგიდგენიათ? ლონდონში დილით ჩაისაც ვერ სვამენ მშვიდად ვიღაც კაბინეტში შევარდება: „სერ, საქართველოში დებატები მოიგეს! Good heavens! სწრაფად, სანქციები!“
ამ ლოგიკით, შემდეგი ნაბიჯი იქნება: თუ ვინმე უბნის კლუბში ჭადრაკში მოიგებს პარტიას, ნატო საგანგებო სხდომას მოიწვევს.
თუ ვინმე ფეისბუქზე კომენტარებში „დაამარცხებს“ ოპონენტს, გაერო რეზოლუციას მიიღებს.
ამ ტიპის ტექსტებს ერთი საერთო თვისება აქვს ყველაფერი გლობალური შეთქმულებაა, გარდა ავტორის თვით კრიტიკული აზროვნების დეფიციტისა.
ნებისმიერი შიდა პოლიტიკური კრიტიკა ავტომატურად გარდაიქმნება „მსოფლიო ძალების შურისძიებად“, თითქოს ვაშინგტონსა და ლონდონს სხვა საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ქართულ სატელევიზიო დებატებზე ნერვიულობდნენ.
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ასეთი თეორიებით მთავრობა საკუთარ თავს ეპიკურ მნიშვნელობას ანიჭებს „ჩვენ ისეთი დებატები გვქონდა, რომ იმპერიები შეირყა.“
სინამდვილეში კი: თუ ვინმეს სჯერა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ღამეებს ათენებს იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ სიტყვიერი პაექრობა მოუგო გამოუცდელ პედაგოგებს, მაშინ „დიფ სთეითი“ კი არა „დიფ ფენტეზისთან“ გვაქვს საქმე.
მოკლედ, ეს უკვე ბოდვა კი არა, პოლიტიკური ფანტასტიკის ახალი სერიაა: „Debate Wars: The Sanctions Strike Back.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved