• რეკლამა
  • კონტაქტი
05:28, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეხსაცმელი დაიწვა და ყუთი არა?” – ვინ და როდის გაქურდა ბაზრობა? – “ჩვენი ცოდვით ეს მთავრობა ვერ გაიხარებს”

ალია ავტორი - ალია
13:58 05-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,540

ხმაური და დაპირისპირება იყო “სადგურის მოედანზე” – დაზარალებული  მოვაჭრეები გადამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე შეშვებას ითხოვენ.  ე.წ. ბორჯომის ბაზარში დასაქმებულებს აქვთ ეჭვი, რომ ჯერ გაქურდეს და შემდეგ გადაწვეს, იცოდნენ, რომ უნდა გადაეწვათ.

რამდენიმე მოვაჭრემ ადგილზე პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლო და დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა ისინი პოლიციის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

მოვაჭრეები, ტვ პირველის ეთერით, უამრავ ცარიელ ყუთს გვაჩვენებენ და ამბობენ:

ყველა ცარიელია, ყველა ყუთი, სავსე ყუთები სად წავიდა? ქაღალდები და ცარიელი ყუთებია, ვინ მოიპარა? ეგაც დაიწვა? და ყუთი არ დაიწვა?

ხალხო, სულელები ხომ არ ვართ? სად წავიდა საქონელი?

ფეხსაცმელი დაიწვა და ყუთი არა? ჩვენი ცოდვით როგორ უნდა გაიხაროს ამ მთავრობამ, რას გვერჩის, რითი ვერ გაძღნენ? ჩვენც ხომ გვინდა საარსებო წყარო?

ამდენი ადამიანი ვართ დაზარალებული, დაგვიდგეს გვერდით ხელისუფლება, 14 000 კვადრატი როგორ შეიძლება საათნახევარში დაიწვას?

ფერფლი მაჩვენეთ მაშინ ჩემი საქონლის, რატომ გაზიდეთ სანამ დაიწვებოდა? რატომ არ მოდის მერია დასახმარებლად? მთელი 4 წლის ნამუშევარი რომ წყალში ჩაგვიყარეთ. 

 

ეგრეთწოდებული ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიას გომელაურის პოლიციის ცოცხალი კედლით და რკინის ჯებირებით იცავენ.   სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძრიდან უკვე მეორე დღეა გასული, თუმცა დაზარალებულ მოვაჭრეებს ამ დრომდე თვალით არ უნახავთ მერიის წარმომადგენლები. ისევე, როგორც უცნობია ხანძრის მიზეზი.

დღეს კი უკვე გაჩნდა არაერთი დამატებითი კითხვა, თუ გადამწვარ ტერიტორიას შსს იცავს, თუ მოვაჭრეებს შესვლას უკრძალავენ, როგორ დაიკარგა შსს–ს მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიიდან ნივთები? ვინ მოიპარა? მართლაც ხანძრის გაჩენამდე გაიქურდა ბაზრობა, თუ ხანძრის შემდეგ, მაშინ, როცა მას შსს მოვაჭრეებისგან იცავდა? თუ შსს ვერ ახერხებს ტერიტორიის კონტროლსაც კი, რატომ არ აძლევს მოვაჭრეებს მაშინ შესვლის და კონტროლის უფლებას?

ადგილზე შპს “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი მოვიდა, თუმცა ის ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება. ახლა კი “პასუხი არაფერზე არ აქვს”.

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved