• რეკლამა
  • კონტაქტი
06:45, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა” – როგორ აღნიშნავდნენ ბედობას საქართველოში

ალია ავტორი - ალია
00:04 01-02-2022
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
289

2 იანვარს, ახალი წლის მეორე დღეს საქართველოში ბედობა აღინიშნება. ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც დღესასწაულია, თუმცა მას ისეთი დატვირთვა არ აქვს, როგორც ჩვენთან.

საქართველოში 2 იანვარი საკრალურ მნიშვნელობას იძენს და ადამიანებს სჯერათ, რომ თუ დღეს სასიამოვნოდ გაატარებენ, თუ სასიამოვნო მოვლენებს დაიბედებენ მთელი წელი ბედნიერი და წარმატებული ექნებათ.

2 იანვარს, ძველი სტილით კი, 15 იანვარს ბედობის აღნიშვნა საქართველოში უკვე საუკუნეებს ითვლის. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მეკვლეს ენიჭება, რომლის მარჯვენა ფეხსა და კეთილ გულს უკავშირებენ მომდევნო წლის წარმატებას და იღბალს.

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ამ დღეს აუცილებელია კარგ განწყობაზე ყოფნა, არ უნდა უნდა მისცეთ საკუთარ თავს უხასიათოდ ყოფნის უფლება, უნდა გაიღიმოთ, სხვებსაც გაუღიმოთ, დრო სასიამოვნო გარემოში გაატაროთ, დაიბედოთ მხიარულება და ის საქმეები, რომელბიც ბედნიერებას განიჭებთ.

ეცადეთ, არ იჩხუბოთ, არ იკამათოთ, იყავით ისეთი მშვიდები, როგორც არასდროს. გაეცით დახმარება და გამოიჩინეთ კეთილგანწყობა ადამიანებისადმი.

 დღის  „უბედურებად“  ითვლება, თუ  იჩხუბებთ, მთელი წლის მანძილძე ჩხუბი და უბედურება დაგებედებათ.

ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს,  ანუ “კაი ფეხის” ადამიანს. ამ დღეს  ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ.   თუ ვინმე მეკვლის  სტუმრობას ისურვებდა, ამ  შემთხვევაში,  სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა შეეძლოთ. სტუმრად წასული “მეფეხური”  მასპინძელს ლამაზად  გამოწყობილი უნდა წვეოდა,  ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია  და   მხიარულ განწყობაზე  ყოფილიყო.   ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.   ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში,  ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს „კაი ფეხის “ ადამიანისაგან  შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:

 „შემოვდგი ფეხი,

გწყალობდეთ ღმერთი.

ფეხი ჩემი

კვალი ანგელოზისა“. 

ქართველებს განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში ახასიათებთ ძალიან ბევრი ალკოჰოლური სასმელის მიღება, თუმცა ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ 2 იანვარს ზომიერება გამოეჩინათ და ბედობის დღეს ზედმეტი არ დაელიათ. ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ.

ამასთან, ძველად ბედობის დღეს ადამიანები ცდილობდნენ, რომ დილით ადრე ამდგარიყვნენ. ეს ერთგვარად სიმბოლური გამოხატულება იყო მათი ჯანმრთელად ყოფნის. სჯეროდათ, რომ თუ დილით ადრე ადგებოდნენ, ჯანსაღად გაივლ-გამოივლიდნენ, ამით სამყაროს აჩვენებდნენ, თუ როგორი ჯანმრთელები, ძლიერები და მოტივირებულები იყვნენ და მიიჩნევდნენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები არ შეაწუხებდათ.

მსოფლიო და 2 იანვარი:

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მართალია, 2 იანვარს ბედობის დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ის უქმე დღეა და უმეტეს ქვეყანაში ადამიანები საახალწლო ზეიმს აგრძელებენ, თუმცა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც 2 იანვარს ახალი წლის დღესასწაული გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს.

მაგალითად, 2 იანვარს ჰაიტიზე გმირებისა და წინაპრების დღეს აღნიშნავენ და მათ სხვადასხვა რიტუალებით პატივს მიაგებენ.

შოტლანდიელებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ ამ დღეს, თუმცა ისინი არ მიიჩნევენ, რომ ეს დღე ბედობის დღეა. 2 იანვარი შოტლანდიაში ოჯახის დღეა. თუ პირველ იანვარს ოჯახი ერთად ვერ იკრიბება, ცდილობენ, რომ 2 იანვარი აუცილებლად ერთად გაატარონ.

ბჰუტანში კი, 2 იანვარს ზამთრის მზის დღესასწაული აქვთ და მას განსაკუთრებით ხვდებიან. ატარებენ ტრადიციულ სადღესასწაულო რიტუალებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved