• რეკლამა
  • კონტაქტი
01:45, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფეხბურთის ომი – “ომის მესამე დღეს საქმეში აშშ ჩაერთო” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:41 06-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,990
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
რადგან ევროპის ჩემპიონატი აქტიურად მიმდინარეობს მოდი გავიხსენოთ საინტერესო პოლიტიკური მოვლენა, რომელიც სწორედ ფეხბურთს უკავშირდება. 1969 წლის 14 ივლისს ელ-სალვადორი ჰონდურასში შეიჭრა. მიზეზი კი ფეხბურთის ორი მატჩი გახლდათ, რომელიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევებისას ტარდებოდა.
კონფლიქტს ოფიციალურად ფეხბურთის ომი ეწოდება. ყველაფერს წინ ივნისის თვეში ჩატარებული ორი მატჩი უძღოდა. ერთი ჰონდურასის დედაქალაქში ჩატარდა, ხოლო მეორე ელ-სალვადორში. ორივე შემთხვევაში გულშემატკივრების შეტაკება მოხდა, ხოლო მატჩების წინ სასტუმროში მყოფ ფეხბურთელებს ღამე არ აძინებდნენ.
მეორე მატჩის შემდეგ გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის შეტაკებები დაიწყო, რასაც ჰონდურასის ტერიტორიაზე მცხოვრები სალვადორელი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების დაწყება მოჰყვა. ელ-სალვარმა 1969 წელს საჰაერო დარტყმები დაიწყო ჰონდურასზე და სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. დღის ბოლოს სასაზღვრო რაიონების უმეტესობის ოკუპაცია განახორციელა.
საბოლოოდ, ომის მესამე დღეს საქმეში აშშ ჩაერთო და აიძულა ელ-სალვადორს დაეტოვებინა ჰონდურასის ოკუპირებული ტერიტორიები. მისი სამხედროების გაყვანას ჰონდურასში მცხოვრები სალვადორელი მოსახლეობის მიგრაციაც მოჰყვა. დაახლოებით 300 ათას ადამიანზეა საუბარი, რის გამოც სალვადორი კატასტროფულად გაღარიბდა და კრიმინალმა სწრაფად დაიწყო ზრდა.
ურთიერთობა ელ-სალვადორსა და ჰონდურასს შორის დღემდე კრიტიკულია.
ჰოდა როცა ვინმე იტყვის სპორტი და პოლიტიკა რა შუაშიაო, პოლიტიკა და ისტორია სხვა რამეს გვეუბნება ხოლმე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ პოლიტიკა იქაა, სადაც ადამიანები არიან – სპორტში, ეკონომიკაში, კულტურაში თუ მითებშიც კი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved