• რეკლამა
  • კონტაქტი
19:28, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფედერალისტები” არჩევნებში არ ვმონაწილეობთ… მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ ამ ძალას… – ბოკერია

ალია ავტორი - ალია
19:14 09-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ახალი პარტია “ფედერალისტები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ – ამის შესახებ ინფორმაციას გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ფედერალისტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ – საარჩევნო ვადების გათვალისწინებით, ახალი სუბიექტის რეგისტრაციის შესაძლებლობა ტექნიკურადაც არ გვქონდა, რაც თავისთავად სერიოზული დაბრკოლება იყო, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი და მთავარი მიზეზი. 

ჩვენ გვქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი საარჩევნოდ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიისგან, რომ მათთან ერთად და მათი სახელით მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც მათი მადლობელი ვართ.  

თუმცა იმის გათვალისწინებით, რაც ევროპულ საქართველოში მოხდა და იმ კამპანიის გათვალისწინებით, რაც ხმების გაფლანგვასთან დაკავშირებით გვესმის მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და მედიის უმრავლესობისგან, სხვა სუბიექტის სახელით არჩევნებში ორი თვით ადრე ჩართვა მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. 

ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების ნაწილის გაწბილების, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკურ სპექტრის უდიდესი ნაწილის  არათანმიმდევრულობით, პოპულიზმით, უპრინციპობითა და არაკომპეტენტურობით – არაერთი ჩვენი მომხრე და ზოგადად, მოქალაქე საჯარო თუ კერძო კომუნიკაციისას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც კი ყოყმანობს, რადგან მათ, რბილად რომ ვთქვა, არ აქვთ რწმენა, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური სპექტრი თავს გაართმევს ქვეყნის წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევებს. 

ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ საფრთხე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, იმ მასშტაბისაა, რომ ყველა ამ არგუმენტს გადაწონის. 

ჩვენი მყარი და პრინციპული პოზიციაა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ ყველამ, რათა ქვეყანა ფუნდამენტური საფრთხისგან, ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან ვიხსნათ. 

ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა ყოველდღიურად ზრდის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი თავიუსფლებისთვის და თუ ჩვენ ამ ისტორიულ მონაკვეთში ვერ გამოვიყენებთ შანსს და ვერ გავხდებით თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ამის უმძიმეს ფასს შემდგომი თაობები გადაიხდიან. 

დღევანდელი ოპოზიციური სპექტრის უპრინციპობა და არაკომპეტენტურობა ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება შეძლებს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, მათ შორის ამ პრობლემასთან გამკლავებას და ჩვენი გუნდი ამაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. 

იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ეს ამოცანა შესრულდეს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაუფლება კვლავ ერთი პოლიტიკური გუნდის, კლანის, ბელადისა და მასთან დაკავშირებული ოლიგარქის ხელში არ აღმოჩნდეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველას, ვისთვისაც ჩვენი აზრი საინტერესოა, მოვუწოდებთ, მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ: 

  1. ივანიშვილის რეჟიმისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ. 
  2. ოპოზიციის შიგნით პროდასავლურ ძალას, რომლის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვის ნიშნები.
  3. და რომელიც სააკაშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ იმყოფება. 

ამასთან, ჩვენი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აპირებს თავისი ენერგიისა და რესურსის მიმართვას მოქალაქეების მოტივირებასა და მობილიზებაში, ისევე როგორც არჩევნებზე ხმების დაცვის პროცესში.
ამასთან ერთად, ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ერთობლივი ანტი-ქართული, ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო კამპანიის გაგრძელება, რუსეთის სამხედრო დანაშაულებისა და ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ.

აფხაზთა კრებასთან, თავისუფლების ინსტიტუტსა და ტაბულასთან ერთად ზეგ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს “ბუჩამდე იყო აფხაზეთის” კამპანიის ფარგლებში გვექნება ფილმის ჩვენება და დისკუსია საფრანგეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები, ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი გახსნიან. 

26 ოქტომბერს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსულ წყვდიადში.” – წერს გიგა ბოკერია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved