• რეკლამა
  • კონტაქტი
18:31, კვირა, 29 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ფედერალისტები” 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
18:30 11-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
0

ფედერალისტები 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ:

„გუშინდელმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის რეჟიმის მიმართ საზოგადოებაში წინააღმდეგობის მუხტი იზრდება და საქართველოს თავისუფალი, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ფართოვდება.

ჩვენ, ფედერალისტებს, ამ ბრძოლაში გამარჯვების ერთ-ერთ საკვანძო პირობად მიგვაჩნია საზოგადოებისთვის იმის მკაფიო დემონსტრირება, თუ რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე.

ეს ნიშნავს თავისუფალ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების წყარო მოქალაქეა და არა ერთი ადამიანის ნება, სადაც ხელისუფლება არჩევნებით იცვლება, კანონი ყველასთვის კანონია, ადამიანის თავისუფლებას დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იცავს და საქართველოს თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრია.

ივანიშვილის პროპაგანდა და, პარადოქსულად, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას ერთსა და იმავეს უმტკიცებენ – რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე ნიშნავს სააკაშვილის საქართველოს.

ეს ასე არ არის და ამის მკაფიოდ თქმა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.
ამიტომ ყველგან, სადაც საერთო წინააღმდეგობის გზავნილის მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან გაიგივების მცდელობა იქნება და ასეთ მცდელობებს სისტემატურად ვხედავთ, აუცილებლად მოვახდენთ საპირისპირო გზავნილის დემონსტრირებას.

ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური უთანხმოება მიხეილ სააკაშვილთან არ გამომდინარეობს წარსულზე პასუხისმგებლობის საკითხიდან. ამ მხრივ, სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდია დაკავებული სხვებისკენ თითის გაშვერითა და, არცთუ იშვიათად, ქართული ოცნების შავრაზმული პროპაგანდის გამეორებით.

ჩვენი უთანხმოება ეხება დღევანდელობასა და საქართველოს მომავლის ხედვას.
პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილის უალტერნატივობას არ აღიარებს, მოღალატედ ან ივანიშვილთან შეკრულად აცხადებს, ივანიშვილის რეჟიმისთვის სასარგებლო როლს ასრულებს და ოპოზიციის შიგნით იმავე ავტორიტარულ პოლიტიკურ კულტურას ამკვიდრებს, რომლის დამარცხებასაც ვცდილობთ.
პოლიტიკურ ძალებს შორის ცივილიზებული კოორდინაციის არაერთი მცდელობა სწორედ ამ გუნდის მხრიდან გახდა საბოტაჟის სამიზნე.

ამის უახლესი მაგალითი ოპოზიციური ალიანსის მიმართ მათი დამოკიდებულებაა, როდესაც ჯერ შეუერთდნენ ალიანსს და იმავე დროს, მისი წევრების წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია წამოიწყეს, რომელსაც დღემდე აგრძელებენ.

ამ ფონზე განსაკუთრებული ცინიზმია, როდესაც ისინი დღეს საერთო სცენიდან სიტყვით გამოსვლის უფლებას მოითხოვენ იმავე პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებსაც ივანიშვილთან შეკრულებად აცხადებენ.
ივანიშვილი არის ავტორიტარული რეჟიმის შემქმნელი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, მოქალაქეებს წაართვა ხელისუფლების არჩევნებით შეცვლის შესაძლებლობა, თავისუფალი სამყაროსგან იზოლაციით, ქვეყანას რუსული გავლენის ჭაობში ტოვებს და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას.
მისი რეჟიმის დამარცხება ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანაა.
ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობა ვერ გახდება მისი და მისი გუნდის პოლიტიკური ქმედებების კრიტიკისგან გათავისუფლების საფუძველი – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქმედებები ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებს ემსახურება.

ამ პრობლემის იგნორირება დღევანდელ ნაცმოძრაობასთან არარსებული ერთიანობის ილუზიის შესანარჩუნებლად მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა, რომელმაც უკვე არაერთგზის შეუქმნა საფრთხე ივანიშვილის მიმართ სახალხო წინააღმდეგობას, მათ შორის სულ ბოლოს 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო კამპანიის დროს, რაც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ამოცანებისთვის ეფექტურად გამოიყენა.

ფედერალისტებს სამიზნე მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული – ივანიშვილის რეჟიმი.
და სწორედ მის დასამარცხებლად არის აუცილებელი იმ პროპაგანდისტული ალტერნატივის დანგრევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მხოლოდ ორ ავტორიტარს შორის აქვს არჩევანი.

ივანიშვილს დავამარცხებთ არა წარსულში დაბრუნების დაპირებით, არამედ უკეთესი მომავლის დამაჯერებელი პერსპექტივის შექმნით.
არა რომელიმე ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო უპირობო გაერთიანებით, არამედ თავისუფალი მოქალაქეების ფართო წინააღმდეგობითა და დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შორის პრინციპული, ცივილიზებული თანამშრომლობით.

ფედერალისტების მიზანია, ყველა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა ერთი მმართველის მეორით ჩანაცვლებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის ეპოქა საბოლოოდ ჩაბარდეს წარსულს“ .

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved