ბლოგერი, უჩა აბაშიძე, ციხიდან წერილს ავრცელებს:
ბოლო დროს ასჯერ მოვისმინე დაპოსტილ-მონაწერ-TV-ში, რო ადამიანები ჩამოშორდნენ პროტესტს, ან არც არასოდეს შემოუერთდნენ – იმიტო, რო ელოდებიან რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა რით დამთავრდება.
ჯერ ეს ერთი: და ეგ ადამიანები, მაშინ, დარწმუნებული არიან, რო უკრაინას სათანადოდ ეხმარებიან? – საქართველოს ბედი, ჩვენი ოჯახების, ქონების, შვილების ბედი თუ სრულად იქ წყდება, უკრაინაში – დარწმუნებული ხართ, რო იმ ყველაფერს აკეთებთ, რაც ამ ჩვენთვის ძვირფასი ყველაფრის გადასარჩენადაა საჭირო?
და მეორეს ერთი: რაც ომი დაიწყო, მესამე დღის მერე, სულ ერთი და იგივეს ვიმეორებ – უკრაინა არ წააგებს. არ ჩამოიშლება. არ გაქრება და შავით თეთრზე არ დამარცხდება. დღესაც იგივეს ვიმეორებ: უკრაინა არ წააგებს, მარა უკრაინამ როგორ უნდა მოიგოს – მე ვერ ვხედავ და ალბათ ომი გაჩერდება, გაიყინება რაღაც ნიშნულზე (დღეს ეს მეტწილად ყველასთვის ნათელია)
და თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა სადღაც იმ ნიშნულზე, სადაც ეხლაა – არსებობს შანსი, რო პუტინი ვერ გაყიდის ამას გამარჯვებად სათანადოდ – და ეს რეალურად “ვერ გამარჯვება“ – ნათლად გამოჩნდება, როგორც მარცხი – და დაღუპავს პუტლერსაც და შანსია – მთელს რუსეთის იმპერიის იდეასაც, როგორსაც მას ჩვენ ვიცნობთ.
მაგრამ ეს მხოლოდ შანსია! – ერთ-ერთი ვარიანტი. და არანაირად “ნაღდად ასე მოხდება“.
სინამდვილეში შანსები ასეთია (ჩემი აზრით):
3% შანსია, რო უკრაინა შავით თეთრზე მოიგებს. რაღაც მოხდება, პუტინი მოკვდება, შუა ომისას რუსეთში ჯანყი, კრიზისი, შმრიზისი, რაღაცა.
7% შანსია – რო რუსეი მოიგებს, კიევის აღებით, უკრაინის გადათელვით და ამ წარმატების ტალღაზე – საბჭოთა იმპერიის სრულად აღდგენის პროექტით (ჩვენი ჩათვლით, რა თქმა უნდა) – და მერე საერთოდ გაჩერდება NATO-ს საზღვართან და აღადგენს “იმ ტკბილ დროს“, ცივი ომი რო ერქვა? – თუ წარმატებით წახალისებული, ბარემ ეცემა იმ წამიერი მარცხით გულგახეთქილ ევროპას? – ერთად ვნახავთ (იმედია არ)
რანაირად შეიძლება დაეცეს კიევი? – ისევ: ზელენსკის მკვლელობა, შიდა არეულობა, უეცარი გარღვევა, იარაღის დაუგეგმავი გამოლევა და ა.შ.
და 90% შანსია – რო უკრაინა არ წააგებს, რუსეთი არ მოიგებს – არამედ გაიყინება კონფლიქტი სადღაც შუაში.
OK. მერე კაია ეგ ჩვენთვის, იმ სახელმწიფოს მდგომარეობაში, რა დღეშიც ეხლა ვართ?
ჩემი აზრით შანსები ასეთია, ეგ 90% ასე იყოფა:
30% შანსია რო რუსეთის ეს “ვერ მოგება“ – ნათლად შეფასდება ვერ მოგებად. გამოიწვევს შიდა დისბალანსს, ხელმძღვანელობის რამე გზით ცვლილებას და მერე ახალი რუსული ხელისუფლება – ბედნიერი იქნება – თუ დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენის ფასად (და “ქვეყანაში სიცოცხლე დაბრუნდა“ ეფექტისთვის) აფხაზეთს, ყირიმს და დონბასს არ დაათმობინებენ. ამ სცენარში რუსეთს ჩვენთვის არ ეცლება და მთელი ეს დრო გულხელდაკრეფილი ჯდომა, მართლაც რომ, დიდი შეცდომა არ ყოფილა, მერე მშვიდად გადავ-ევროპელდებით. იქნებ, საერთაშორისო სამართალმა ზეიმი დაიწყოს და ყირიმიც დაბრუნდეს და აფხაზეთიც.
30% შანსია, რო: პუტინი შეძლებს გაყიდოს ფრონტის გაყინვა, როგორც “რაღაც შედეგი“ და ეყოფა ძალა და ფული ყველას გასაჩუმებლად. მერე აირჩევს ორიდან ერთ მიდგომას დასავლეთთან: ან დასავლეთისგან იზოლაციის გაღრმავებას, ჩინეთის ვექტორზე დადებს ფსონს ბოლომდე. ან “რაც ჩემია იმაზე აღარ მედავოთ და აღვადგინოთ კავშირები“. და ამ “რაც ჩემია“-ში მოვყვებით ჩვენ (და ჩინურ ვექტორში მითუმეტეს მოვყვებით – და აღმოაჩენთ, რო ჯდომა და უკრაინის ომის დასრულების ლოდინი – ცუდად მოგვიბრუნდა და “ახლა უკვე“ რუსეთმა მოიცალა ჩვენთვის, ახლა უკვე დასავლეთი ლაგდება “ახალ რუსეთთან“ და ჩვენს გამო არ აწყენინებს და ახლა უკვე გვიანია. თურმე სანამ ომი მიდიოდა – მაშინ უნდა ვყოფილიყავით პაპზე უფრო ევროპელები, მაშინ უნდა ამოგვეძირკვა აქ რუსეთის ბოლო მარწუხები, მაშინ უნდა ყველაზე მეტად ჩაგვეკეტა საზღვრები, მოგვეხსნა რუსეთზე დამოკიდებულება და გვესრულებია ყველა სისულელე – რასაც ევროპა გვეტყოდა.
და მაშინ, გაყინული ომის შემდგომ, ახალი ხაზის გავლებისას, ჩვენ აღმოვჩნდებოდით – ხაზიდან დასავლეთ მხარეს. ჩვენ კი ვიჯექით და თავს ვიტყუებდით – რო ხელის განძრევა და თავის ატკივება არაა საჭირო, მაინც ყველაფერი უკრაინის ფრონტზე წყდებაო. და შედეგად აქ, მმართველმა ძალამ დაუშვა კატასტროფული შეცდომები – შემოიპატიჟა რუსები, რუსული ფული, ოლიგარქები, დაარიგა მიწები და ქონება, გაზარდა რუსეთზე ბმა ათჯერ (იმიტო რო ომზე ხელის მოსათბობად ასე აწყობდა) – და გადაიმტერა დასავლეთი (იმიტო რო ძალაუფლება არ დაეკარგა) – და ჰოი საოცრებავ, ჩავიძირეთ, ომის მერე – რუსულ წუმპეში, ვინ იფიქრებდა?
და 30%-იანი შანსია, რო ჯერ კიდევ სანამ ფრონტი გაიყინება, პუტინიც დებილი ხომ არ არის და “მოულოდნელად“ ხო არ დაემართება ომის შეჩერება არა? – ჯერ კიდევ ომის გაყინვის გამოცხადებამდე 3-6 თვით ადრე, დაიწყება კრემლში საუბარი იმაზე: რა ვუყოთ ამდენ გამხეცებულ ჯარისკაცს? – როგორ არ მოვიგოთ უკრაინის ომი ისე – რო რამე მაინც მოვიგოთ? – როგორ დავასრულოთ ომი მაჟორულ ნოტაზე? – როგორ ვქნათ ისე, რო ვერც შეამჩნიოს რუსმა ხალხმა – რო ვაფშეტა, უკრაინის ფრონტზე, ცეცხლის შეწყვეტას მოეწერა ხელი?
– “გვჭირდება 3-დღიანი, ძალიან წარმატებული ომი. სადაც მივაყრით ამ გაცოფებულ გიჟებს, დაძარცვავენ და დააუპატიურებენ. მთავარია, იქ მალე გავიმარჯვოთ, იმ მცირა ძალებით – რასაც უკრაინის ფრონტს შევძლებთ მოვაკლოთ და იქაც გაჭიანურებულ ჯოჯოხეთში არ შევყოთ თავი და სრულ კრიზისამდე მისულ ერთ ფრონტს, ჩვენით არ გავუხსნათ მეორე კრიზისული ფრონტი“-ო, იტყვიან რუსები.
და აი მანდ – ლანგარზე მირთმეული აღმოჩნდება საქართველო (და ბონუსად სომხეთი). ამ ხელისუფლებამ ყველაფერი ქნა – რო რუსეთმა აქ ადვილად იპოვოს საბაბი (რუსების ჩაგვრა), ჰქონდეთ ფართო ქსელი აგენტებისა, რო ქართველების დიდი რაოდენობა შეჩვეული იყოს აზრს, რო რუსეთში ვართ ისედაცო და რუსეთზე ვართ დამოკიდებული – ფულით, ისედაცო. ჯარი დასუსტებულია, როგორც არასდროს. და დასავლეთიდან რაიმე მხარდაჭერის შანსი – თითქმის განულებული. იმის მაგივრად, სანამ უკრაინაში ომი იყო – აქ პარტნიორობის, ურთიერთთავდაცვის, Nvidia-ს, ტესლას და სხვა ქარხნების ჩადგმის კონტრაქტები გვეხვეწა, ყველაფრის ფასად, – ჩვენ “ვითმინეთ“ მთავრობა, რომელიც ვითომ სუვერენიტეტს აწვებოდა – მაინცდამაინც ეხლა – და ფრიად ღიად მიგვათრევდა თან რუსეთში.
კი, მარა – რუსეთი იარაღით რატო დაესხმება ბიძინას მიერ ისედაც ლანგარზე მირთმეულ საქართველოს? – იმიტო, რო ნაომარ არმიას გამარჯვება სჭირდება, ვინმეს აოხრება სჭირდება, ნადავლი და გამარჯვების პარადი სჭირდება.
უკრაინაში გაყინული ფრონტი და “ვერ გავიგე, მოვიგეთ თუ წავაგეთ?“ ყველას დაავიწყდება. + ბონუსად – გაბლატავებული სომხეთი! ანანებენ ფაშინიანს ყველა სიტყვას.
და ბიძინა არაა რუსეთის ერთადერთი პროექტი. და აქ შემოდის სცენაზე “გეორგიევსკის ბატალიონი“ და მისი აქაურებზე გაბოროტებული მეთაური.
საერთოდ არ მგონია, რო ფარცხალაძეს ჰგონია, რო უკრაინის ხორცსაკეპს მისი ბატალიონიღა აკლდა და ვსო, აწი მოიგებენ.
ჩემი აზრით – ფარცხალაძე ქმნის ბატალიონს, აიარაღებს და გამოცდილებას უგროვებს – საქართველოს დასაჩოქებლად. რუსულ ჯარს – წინ ქართველები შემოუძღვებიან, როგორც უკვე 100-ჯერ მოხდა. და ბიძინა, შიშისგან გავეშებული სახით, კიდე ნახავთ, იღრიალებს: მიღალატეს, მომატყუეს, და მარტო ჩემს მოსაკლავად კი არა – “ქართველებო, გვიპყრობენო“ იძახებს. და არადა ბიძინამ თვითონ ისე აურ-დაურია ძალოვნებს ტვინები, რო თვითონაც ვეღარ გაერკვევიან – ბიძინას მხარეს უნდა იომონ? – თუ ფარცხალაძე უფრო საქართველოა? – თუ ვიღაც მესამე მხარე საერთოდ? (პროტესტი)
კი, 101-ედ გვემართება რაც სულ გვემართებოდა: მედროვეობის გამო და პირადი კომფორტის გამო “სხვაგან გადაწყდეს ჩვენი ბედი“-ს მივაწექით. აქ პირადი ამბიციების, მომენტში გამდიდრების და ძალაუფლების დევნაში – დიდი სურათის ხედვის უნარი და მომენტი გავმაზეთ. წარსული ტრავმების გამო ისევ წინა ომისთვის ვემზადებით (2006-2007 წლებში, ქოცების დღევანდელი ქცევა ალბათ სწორი იქნებოდა) – და ბოლოს ეგეთ დღეში ვართ – 2/3 შემთხვევაში ქვეყანა ტრაკშია და 1/3 ძაან უნდა გაგვიმართლოს.
გაბედული ნაბიჯების და მხარის არჩევის ნაცვლად, უამრავი ადამიანი “რაც იქნება – იქნება“-ზე დათანხმდა, და ეგეთი – ყველაზე მეტად დაზიანდება. 30% უნდა გაუმართლოს – რო არ დაზიანდეს …
2026-09-13











კომენტარები