• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ფარცხალაძე აქტიურად მუშაობს ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან” – კალაშნიკოვი

ალია ავტორი - ალია
17:57 09-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
768

რუსეთის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. ფორმულასთან საუბრისას კალაშნიკოვი ამბობს, რომ ფარცხალაძე აქტიურად იყო ჩართული რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში.

 

“ფარცხალაძე არასდროს ყოფილა FSB-ს აგენტი, რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება რუსული გავლენის აგენტს, ამერიკამ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ სხვა ჩინოვნიკებს აცნობოს, რაც შეიძლება ნაკლებად იმეგობრონ რუსეთთან. ეს პრევენციული და დაშინების აქტია სხვების გასაგონად. ფარცხალაძეს ვიცნობ, ის აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან. მე ის პირადად დავპატიჟე ჩემს ღონისძიებაზე, როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში.

რა იპოვეს ამერიკელებმა დამატებით, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. მას ორჯერ შევხვდი პირადად. ჩემთვის ფარცხალაძე მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. რა აქვთ ამის გარდა ამერიკის სპეცსამსახურებს, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ამ სანქცირებულთა სიაში 1800 კაცია შესული და მათ უმრავლესობას არანაირი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ აქვთ. ამიტომ, ამერიკამ ეს აქტი მიიღო სხვების დასაშინებლად”, – თქვა კალაშნიკოვმა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე “ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 

წყარო – ფორმულა

თეგები: ოთარ ფარცხალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved