• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფანასკერტლის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

ალია ავტორი - ალია
02:15 09-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ფოტო – თბილისის მერია

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოაწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეკრეაციული სივრცე დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელთან, გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

„კიდევ ერთი მაგარი პროექტი დასრულდა. ვიცი ამ ტერიტორიაზე რამდენად რთული სიტუაცია იყო და მიხარია, რომ მის ნაცვლად ასეთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამ უბანში ბევრი ოჯახი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო. რეკრეაციულ სივრცეში ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს დროის გატარებას. მადლობა ამისთვის საბურთალოს გამგეობასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც სკვერის მოწყობის სამუშაოებში მონაწილეობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კორპუსთან მდებარე ფერდობი წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი ტერიტორია იყო, სადაც დაუსრულებელი ავტოფარეხების რკინის კონსტრუქცია იყო განთავსებული. პირველ ეტაპზე, ამ კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, პროექტი მომზადდა.

პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთის მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი, თანამედროვე ატრაქციონები, ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი.

სკვერში გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა. დაირგო 250 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით კომპანია „გრინსერვისი+“ შეასრულა.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved