• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაილები: სუს-ი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს უსმენს

ალია ავტორი - ალია
22:54 09-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებული ფაილებიდან იკვეთება, რომ ფარული მიყურადების ქვეშ არიან უცხოელი დიპლომატები და საელჩოების თანამშრომლებიც.

ერთ-ერთ ფაილში, რომელიც სუს-ის თანამშრომლების ასობით მიმოწერას შეიცავს, გაშიფრულია აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების საუბრები არა მხოლოდ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, არამედ ერთმანეთს შორის. არის მათი პირადი მიმოწერაც ელექტრონული ფოსტიდან.

ყველა ეს საუბარი ეხება ეკლესიას, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მოხვდა გავრცელებულ ფაილებში.

გარდა ამისა, ფაილებში არის სუს-ის თანამშრომლების 2020 წლის თებერვლის მიმოწერა, სადაც “ამერიკელების კონტაქტების” კონტროლზე აყვანას ითხოვენ.

– ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე
– ზვიადაძე აკონტროლეთ!!‬‬‬

ფაილებში ძირითად მოყვანილია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების კომუნიკაცია ტელეფონით. ასევე, არის საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის საუბრების საელჩოს წარმომადგენლებთან.

ამის გარდა, ფიქსირდება საელჩოს თანამშრომლებს შორის საუბრები ან მათი სატელეფონო საუბრები სხვა ორგანიზაციებთან.

“[09.03.20, 12:44:51]: მ.წ. 9 მარტს, 09:58 სთ-ზე საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თანაშემწეს დაუკავშირდა USAID-ის წარმომადგენელი, რომელმაც ჰკითხა ვინ მიდიან 10 მარტს, 11:00 საათზე პატრიარქთან შეხვედრაზე აშშ-ს საელჩოდან, რაზეც აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე მიდიან აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური ოფიცერი ხუან აპარისიო. USAID-ის წარმომადგენელმა აცნობა, რომ შეხვედრაზე მიდის “პიტერიც” (სავარაუდოდ იგულისხმა “USAID”-ს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი)”.

“[17.04.20, 17:58:09]: მიღებული ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თანაშემწემ, საპატრიარქოს წარმომადგენელს მეილზე გაუგზავნა ელჩის კელი დეგნანის აღდგომის დღესასწაულის მისალოცი წერილები, რომლის ადრესატები არიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მამა გიორგი ზვიადაძე”.‬

“[02.10.20, 18:21:26]: საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თანაშემწეს ესაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც განუცხადა, მ.წ. 9 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში, საპატრიარქოს მხრიდან ჩანიშნულ შეხვედრაზე დასწრება დაადასტურეს გერმანიის, იაპონიის, ჩეხეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, ლატვიის, სლოვაკეთის და შვეიცარიის ელჩებმა. სულ მოწვევა გაგზავნილია 21 ელჩთან და დანარჩენებისგან ელოდებიან პასუხს. ელჩის თანაშემწემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თანაშემწესთან ასევე გაარკვია, რომ კარლ ჰარცელი დაესწრება თუ არა შეხვედრას ჯერ არ გადაუწყვეტია”.‬

ფაილებში მოცემულია საელჩოს მაღალი რანგის ორი თანამშრომლის საუბარი, რომლების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ვიდეო-კლიპის გადაღებას გეგმავდნენ, რომელშიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ პიროვნებები, რომლებიც სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის აშშ-ში სწავლებისთვის და ა.შ. იყვნენ დაფინანსებული აშშ-ს მთავრობის მიერ. ისინი განიხილავდნენ, თუ იყო ვინმე საპატრიარქოდან ისეთი პირი, ვისაც კლიპისთვის ჩაწერდნენ.

წყარო – ფორმულა

თეგები: აშშ-ს საელჩო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved