• რეკლამა
  • კონტაქტი
10:15, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური გვარამია-სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
10:35 05-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
498

სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რეალობისგან განსხვავებული საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას.

„19 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გეგმურად დანიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევა უტარდებოდა, რომლის დროსაც იგი პალატაში არ იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამედიცინო გამოკვლევების დასრულებას არ დაელოდა, დატოვა კლინიკა და მედიასაშუალებებთან საუბრისას სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეზღუდვების დაწესებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა.

ტყუილია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან, შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. მსგავსი მოთხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2022 წლის 18 მაისამდე არავის მოუმართავს. ვიზიტის მოთხოვნიდან მეორე დღეს, 2022 წლის 19 მაისს, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში  მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.

აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებული ნ. გვარამია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნ. გვარამია, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის დღიდან, ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ. იგი დაწესებულებაში სტანდარტულ საკანში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მარტო, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენციის მიზნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved