• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პედაგოგებმა დამირეკეს და მთხოვეს იუზერი და პაროლი მოგვეცი, ჩვენ დაგიწერთ და გექნება ატესტატიო” – როგორ გასცემენ ატესტატებს 139-ე სკოლაში

ალია ავტორი - ალია
11:10 10-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

ჟურნალისტი ლუკა წიქარიშვილი სკოლის პერიოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც თავად წერს, მას ქულების დამრგვალება შესთავაზეს მასწავლებლებმა, რათა ატესტატი აეღო. თუმცა, მან უარი განაცხადა და არ აქვს ატესტატი.

მისივე თქმით, ეს 139-ე სკოლაში ჩვეულებრივი მოვლენაა და არაერთ მოსწავლეს აუღია ატესტატი “ჰაერში”.

“ყველამ იცით, მე სკოლის ატესტატი არ მაქვს, ხოდა მინდა საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი აღვნიშნო, ის რაც აქამდე საჯაროდ არ მითქვამს.

მე-12 კლასი დაემთხვა პანდემიას, პოზიცია მე უკვე მქონდა – ქართული განათლების სისტემა არაფრად ვარგია. მერე მოხდა ს ა ს წ ა უ ლ ი… პედაგოგებმა დამირეკეს და მთხოვეს იუზერი და პაროლი მოგვეცი, ჩვენ დაგიწერთ და გექნება ატესტატიო :)) გაგიხარდებოდათ ხო თქვენ? ბევრი ბავშვისთვის გაუკეთებიათ თურმე ასე 139-ე საჯარო სკოლაში და არამარტო. ხოდა, თადუმაძის ყალბი დიპლომის არ იყოს, გაუკეთეთ მიხეილ ჩხენკელს ეგ ყალბი ატესტატები და დამრგვალებული ქულები უკან! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ასეთ მნიშვნელოვან ადგილას სიყალბის, ტყუილის და შეცოდების ადგილი არ არის! ვერ გადალახავს მოსწავლე დონეს? ვერ უნდა შეადგას ფეხი უმაღლესში! აკნინებთ უმაღლესი განათლების ინსტიტუტს და მერე მე გეზიზღებით როდესაც ვამბობ უნივერსიტეტებში “უმაღლესი” აღარაფერია და მხოლოდ ფულის ქარხნებად არიან გადაქცეულითქო. რადგან თორმეტივე კლასის ატესტატი არ მაქვს, ნამდვილად არ ვთვლი თავს ვინმეზე ნაკლებად განათლებულს. 2012 წელს, 10 წლის ბაშვშმა დავიწყე ჟურნალისტიკის სწავლა, მე-4 და მე-5 კლასში მეცნიერება მიზიდავდა და მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ფიზიკა-ქიმია-ბიოლოგიის მასალა ვიცოდი ზეპირად :)) რაკეტებს ვაწყობდით მე და ჩემი მეგობრები, სიგნალს გადავცემით ერთმანეთს, ელექტროენერგიაზე მომუშავე ციგებს ვაწყობდით და ყველაზე სწრაფად ჩვენ ვსრიალდებდით. სიას აღარ გავაგრძელებ, ძალიან ძნელია. რისი თქმა მინდოდა – დღეს განათლება კონკრეტული ინფორმაცია და სწავლის მეთოდი გვგონია, არადა ამ დროს როგორ ცდებით

განათლება უფრო მეტია ვიდრე საშინაო დავალება, უფრო მეტია ვიდრე ქაღალდის ნაგლეჯი, უფრო მეტია ვიდრე ბიუროკრატია, უფრო მეტია ვიდრე სტერეოტიპები და შიში

განათლება გზაა ცივილიზაციისკენ, ყოველდღიური ბედნიერებისკენ, გაგებისკენ, ემპათიისკენ, ჩვენი თავების შეცნობისკენ, სამყაროს შეცნობისკენ, პასუხებისკენ! ხოდა არასდროს მისცეთ უფლება გადაგიწყვიტონ განათლების რომელ გზას აირჩევთ! გამოდით სკოლიდან თუ საჭიროა, გამოდით უნივერსიტეტიდან თუ საჭიროა, გამოდით კოლეჯიდან თუ საჭიროა! 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების დახმარებით უფრო მეტი არსებობს, ვიდრე შენობაში სადაც დაკომპლექსებული “საგნის(პროფესიის) ექსპერტები” მხოლოდ ხელფასის გამო სხედან. არ დაკარგოთ რა ერთი წუთიც, გთხოვთ” ,- წერ წიქარაშვილი ფეისბუკზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved