• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, პარასკევი, 22 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიოტიზმისთვის დაჩეხეს და დაწამლეს ადამიანები” – 9 აპრილის სიმბოლო 36 წლის შემდეგ ისევ 9 აპრილის მემორიალთან

ალია ავტორი - ალია
14:52 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
467

36 წლის შემდეგ, 9 აპრილის სიმბოლო ისევ 9 აპრილის მემორიალთან დგას. ნანა მახარაძე ტვ პირველთან, ამბობს:

“9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ყველზე აღმატებული დღეა ჩემთვის. დღე, როცა იდეისთვის და პატრიოტიზმისთვის დაჩეხეს და დაწამლეს ადამიანები, დღე, როცა არ დაიჩოქა საქართველომ და დღე, როცა გაერთიანებულმა ქართველმა ერმა აირჩია თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.
ეს მოხდა დილის 6 საათზე, როდესაც სახლში დაბრუნებულმა ჩემმა ნათესავმა ბიჭმა მოგვიტანა ამბავი, რომ საოცარი სიტუაცია იყო რუსთაველის გამზირზე. ჩვენ სახლიდან გამოვიპარეთ, ჩვენ თვითონ ავაწყვეთ ეს შავი დროშა. ჯოხზეა უბრალოდ შავი ნაჭერი გადახვეული. ყველას ეგონა, რომ სამფეროვანი დროშა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს იყო ტრაგიზმის და წუხილის გამომსახველი დროშა. ქუჩაში შემთხვევით შეხვედრილმა ბიჭებმა დაგვიმგზავრეს. კოლონა კოლონას აჰყვა. როგორც ბატონი იური მეჩითოვი იხსენებს, ვაკეში თავისი მეგობრის მანქანით მოძრაობდა, შორიდან დაინახა მომავალი კოლონა და მან ესეთი რაღაცა თქვა – ერთი კადრი შევქმენი და ვიცოდი, რომ ეს კადრი იქნებოდა ისტორიული. იცით როცა ამხელა ისტორიის ნაწილი ხარ, ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც, ამიტომ როცა დღეს, 36 წლის შემდეგ ვდგავარ აქ, ყველაზე მეტად მინდა ის, რომ ჩვენი ქართველი ხალხი არ იყოს ესე დაყოფილი, არ იდგეს მდინარის სხვდასხვა ნაპირზე და ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved