საპატრიარქოსთან სტიქაროსანმა და მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა განაცხადა:
დღეს ათასობით ადამიანს აქვს განცდა იმისა, რომ დაკარგა საკუთარი მახვილი და ეს განცდა არის ძალიან გულწრფელი, იმიტომ, რომ პატრიარქი იყო ნამდვილი მამა ყველასი. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს. მას ჰქონდა სურვილი სიონში დაკრძალვის. იყო მერე სხვა ვერსიები, ესეც ვიცი მისგან, თუმცა მას სიონი ძალიან უყვარდა, თავიდან იქ დაიწყო მან საპატრირქო მსახურება. იქ არიან პატრიარქები დასვენებულები. იქაურობა განსაკუთრებით უყვარდა, ბოლო წლებშიც დადიოდა.
დღეს საპატრიარქოში პანაშვიდი არ გაიმართება. უბრალოდ შევლენ სინოდის წევრები. სინოდის სხდომის შემდეგ, პატრიარქის ცხედარს გადაასვენებენ სამების ტაძარში, სადაც გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდები. რაც შეეხება მსახურებებს, დიდ მარხვაში შუა კვირაში არ აღევლინება წირვები, თუმცა, ჩატარდება პანაშვიდები”














კომენტარები